17:04 | 2021-05-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა შემთხვევაშია საჭირო ვაქცინირებული პირის მესამე დოზით აცრა – განმარტება

რა შემთხვევაშია საჭირო ვაქცინირებული პირის მესამე დოზით აცრა – განმარტება

არის, თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზა და რა კრიტერიუმებით მოწმდება მისი საჭიროება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მესამე დოზის საჭიროება კვლევების შედეგად უნდა დადგინდეს.

 

„ეს მოწმდება კვლევის პირობებში. ანუ, მთავარი გამოსავალი და სიკეთე რაც ვაქცინამ უნდა მოიტანოს არის ის რომ დაიცვას ადამიანი პირველ რიგში ინფიცირებისგან, შემდეგ მძიმე ფორმის განვითარებისგან და მესამე ეს იქნება – სიკვდილობისგან. როდესაც საუბარია დამატებით გამაძლიერებელ დოზაზე, ეს საკითხი იქნება მაშინ, თუ ინფიცირების შემთხვევები იმატებს, მიუხედავად ვაქცინაციისა, მაგალითად თუ ადამიანმა ჩაიტარა ორი დოზა ვაქცინა, მაგრამ მაინც გარკვეულ შემთხვევაში ინფიცირდება, ამ შემთხვევაში მეცნიერები უკვე განიხილავენ იმ საკითხის, ხომ არ არის საჭირო იმუნიტეტის კიდევ გაძლიერება დამატებითი მესამე დოზით და აქედან გამომდინარე, სამეცნიერო საფუძვლები უდევს ამას ყველაფერს.

 

ისე, წინასწარ მიჩნეულია, რომ კორონავირუსის ვაქცინა ეს არ არის ერთჯერადი ვაქცინაცია, მას დასჭირდება გარკვეული პერიოდულობით ისევ გამეორება,” – ამბობს თამარ გაბუნია.

 

 

 

ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები
2021-05-04ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები
ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X