fbpx
13:08 | 2021-01-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა შემთხვევაში შემცირდება კოვიდშემთხვევების მაჩვენებელი 10-მდე – ამირან გამყრელიძის განმარტება

რა შემთხვევაში შემცირდება კოვიდშემთხვევების მაჩვენებელი 10-მდე – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ნიღბის ტარების მაჩვენებელმა მოიმატა და 75%-მდე გაიზარდა, რაც შემთხვევების მკვეთრ კლებას გამოიწვევს.

 

ცნობილია, რა პრინციპით მოიხსნება შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან
2021-01-18ცნობილია, რა პრინციპით მოიხსნება შეზღუდვები 1-ლი თებერვლიდან

 

„იცით, რომ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი განახლებებს აკეთებს. ბოლო განახლება იყო 15 იანვარს, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ 75%-ზეა ასული ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი, თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ.“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X