fbpx
20:25 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში გაუჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებულების მართვა – აკაკი ზოიძე მთავარ კითხვებს პასუხობს

რა შემთხვევაში გაუჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებულების მართვა – აკაკი ზოიძე მთავარ კითხვებს პასუხობს

„ახლა ვართ წონასწორობის ზღვარზე, უნდა გავფრთხილდეთ ძალიან, იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ და ეს ვირუსი გადავტეხოთ“- განაცხადა „პრაიმტაიმთან ინტერვიუში ყოფილმა დეპუტატმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ.

 

– როგორ აფასებს არსებულ ეპიდსიტუაციას, როგორ უმკლავდება ჯანდაცვის სამინისტრო არსებულ გამოწვევებს?

 

– საფრთხილო სიტუაცია ნამდვილად გვაქვს, ახლა ის ეტაპია როცა გამოჩნდება როგორ კორდინაციულად მუშაობს ყველა რგოლი ამ პროცესში. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი რომ არსსებობს არ სჯერათ. ან ჩვეულებრივ ვირუსზე უფრო საშიში რომ არის. გასაგებია შეიძლება ადამიანებს ვერ დააძოლა რაღაცის დაჯერება, მაგრამ ელემენტარულია, რომ საზოგადოების იმ ნაწილის რწმენას სცენ პატივი და მათი გულისთვის დაიცვან რეგულაციები.

 

პირბადე და დისტანცია, ეს არის მკაცრი რეგულაცია, ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და ისჯებოდეს კანონით. ასევე უნდა გამკაცრდეს და მეტად შეიზღუდოს თავშეყრის უფლება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, რომ გვქონდეს ნაკლებ ციცაბო პიკი. მეტიც ჩვენ თუ ამ რეგულაციებს მკაცრად დავიცავთ, ჩვეულებრივი გრიპის სეზონურ აფეთქებასაც ავირიდებთ თავიდან, ესაა ყველაზე პოზიტიური პროგნოზი.

 

– რა რესურსია ამ ეტაპზე პანდემიის სამართავად, როდის გაუჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებულების მართვა?

 

– ჩვენ შევძელით და 6-7 თვის მანძილზე შევაჩერეთ ეს პროცესი. მაშინდელმა შეზღუდვებმა, კარანტინმა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ დადო ეს შედეგი. ახლა მართალია ხალხი ცოტა დაიღალა, ზოგი იმასაც ფიქრობს, ჯობს დამემართოს, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა,ჩვენ მარტო ჩვენს თავზე არ ვართ პასუხისმგებლები. გვყავს ოჯახის წევრები, ზოგ მათგანს ქრონიკული დაავადებები აქვს და ასევე ჩვენ არ ვცით ჩვენი იმუნური სისტემა როგორ გაუმკლავდება ამ ვირუსს.

 

ახლა ვართ წონასწორობის ზღვარზე, უნდა გავფრთხილდეთ ძალიან, იქნებ ყველამ ერთად შევძლოთ და ეს ვირუსი გადავტეხოთ. ამისთვის აუცილებელია, როდესაც გვეუბნებიან იზოლაციაში უნდა იყო, უნდა იყო იზოლაციაში და მორჩა, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება ამ ვირუსს, შვიდიათასამდე შეგვიძლია საწოლების აყვანა, არის 1200 სასუნთქი აპარატი. ჯერჯერობით ვუმკლავდებით ყველანაირ რიცხვებს.

 

– გაიზრდება თუ არა ინფიცირებულების რიცხვი არჩევნების შემდეგ?


რაც შეეხება არჩევნების შემდგომ ველოდებით თუ არა ინფიცირების რიცხვის ზრდას, ამას უნდა დაველოდოთ.

 

– რამდენადაა შესაძლებელი არჩევნების შემდეგ სრული კარანტინის გამოცხადება?


არავითარშემთხვევაში იგნორირება არუნდა გავუკეთოთ ჯანდაცვის მიერ მკაცრად დაწესებულ რეგულაციებს. ახლო მომავალში შემიძლია გითხრათ, ლოკდაუნი არ იქნება. ამას ჩვენი ეკონომიკა და ზოგადად სახელმწიფო ვერ გაუძლებს. დაიცავით რეგულაციები.

 

 

 

ავტორი: ნინე ულუმებლაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X