fbpx
14:52 | 2020-12-02 ავტორი: თამთა თორდია

რა შემთხვევაში დაეკისრებათ 1 000-ლარიანი ჯარიმა პოლიტიკურ პარტიებს – კალაძის განმარტება 

რა შემთხვევაში დაეკისრებათ 1 000-ლარიანი ჯარიმა პოლიტიკურ პარტიებს – კალაძის განმარტება 

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ სააგიტაციო პლაკატები ჩამოხსნან, რაც საარჩევნო პერიოდში იყო გაკრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი“. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ პლაკატებისა და სხვა სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი მოაწესრიგონ ამ მიმართულებით.

 

მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს პლაკატები კედლებზე, ღობეებზე, რაც ვიზუალურად ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციაც, 1000 ლარის ოდენობით. მინდა დავავალო, მუნიციპალურ ინსპექციას, რომ ყურადღება მიაქციონ ამას. არ გვსურს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს“, – განაცხადა კალაძემ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X