14:02 | 2020-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა შემთხვევაში (არ) შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად და ვინ არის კოვიდინფიცირების ახალი რისკის ქვეშ

რა შემთხვევაში (არ) შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად და ვინ არის კოვიდინფიცირების ახალი რისკის ქვეშ

ინფიცირებულების ანტირეკორდული ზრდა მოსახლეობისთვის გასაკვირი აღარ არის, თუმცა, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა – შესაძლებელია, თუ არა რომ კორონავირუსისგან განკურნებულ ადამიანს ინფექცია ისევ შეეყაროს და კოვიდ-დადებითი გახდეს.

 

პრაიმტაიმთან საუბრისას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მსოფლიოში ამის თითზე ჩამოსათვლელი მაგალითები არსებობს და დეტალურად განმარტავს, რა შემთხვევაში შეუძლია და არ შეუძლია ადამიანს, რომ იყოს მშვიდად.

 

„ინფექციის კვლავ შებრუნების მაჩვენებელი ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში აღწერილი არ არის. არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები და მასიური ხასიათი არ აქვს. ამ 10 თვის განმავლობაში რასაც კაცობრიობა უყურებს.

 

მჭირდება 2 მოხალისე ბიჭი, რომლებიც სახლში ასვლაში დამეხმარებიან - 17 წლის ლუკა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს
2020-10-13მჭირდება 2 მოხალისე ბიჭი, რომლებიც სახლში ასვლაში დამეხმარებიან - 17 წლის ლუკა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს

 

თუმცა, გუშინ ჟურნალ „ლანცეტის“ ინფექციური დაავადების ნაწილმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამერიკელი პაციენტის შემთხვევაა აღწერილი, რომელმაც აპრილში კორონავირუსი გადაიტანა და ივლისში ისევ დაინფიცირდა. ნახეს, რომ ვირუსი სხვადასხვა შტამპით, სხვა ქვესახეობით დაემართა. 

 

ადამიანმა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, მინიმუმ, ვისაც სიმპტომი ჰქონდა, მას ისეთი იმუნიტეტი აქვს, რომ 1-2 წელი ამ ინფექციის გამეორებისგან დაცული იქნება.

 

თუ ადამიანს ინფექციამ სუსტი იმუნიტეტი დაუტოვა და ისედაც სუსტი იმუნური სისტემის მქონეა, მას შეიძლება ისევ შეხვდეს. მსოფლიოში მხოლოდ ერთეული, თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები ფიქსირდება. 

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირებული 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა 
2020-10-13ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირებული 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა 

 

ვინც კორონავირუსი გადაიტანა, მშვიდად უნდა იყოს. მძიმე სიმპტომებით ინფიცირებულ ადამიანს, ალბათ, ეს დიდხანს აღარ დაემართება. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვინც მძიმედ იყო და გადარჩა, იმუნიტეტი, მინიმუმ 2 წელი ექნება.

 

მეტი შანსია, რომ შეხვდეს მას, ვინც ასიმპტომურად გადაიტანა, საერთოდ არაფერი აწუხებდა ან მსუბუქად გადაიტანა. მათ აქვთ უფრო მსუბუქი იმუნიტეტი და მეტი შანსია, რომ კიდევ შეხვდეთ ახალი შტამბით ვირუსი“, – განმარტავს კულუმბეგოვი

 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში დაინფიცირდა 569 და გარდაიცვალა 9 ადამიანი.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები