20:03 | 2020-07-05 ავტორი: ნინი ტაველიძე

„რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული“ – ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავს ეხმაურება

„რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული“ – ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავს ეხმაურება

ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე ყოფნის დროს დაღუპული 16 წლის მოზარდის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი დიდ დიღომში, მეექსვსე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ამბავს ეხმაურება.

 

ძიძა ირწმუნებოდა, რომ 1 წლის ბავშვი უბედური შემთხვევით დაიღუპა, მაგრამ ამ ვიდეომ ყველაფერი გამოააშკარავა - რა მოხდა არალეგალურ საბავშვო ბაღში რუსეთში
2020-06-06ძიძა ირწმუნებოდა, რომ 1 წლის ბავშვი უბედური შემთხვევით დაიღუპა, მაგრამ ამ ვიდეომ ყველაფერი გამოააშკარავა - რა მოხდა არალეგალურ საბავშვო ბაღში რუსეთში

 

„ახლა ცივი გონებით განსაჯეთ:

 

მოხდა უბედური შემთხვევა (ბავშვი გადმოვარდა ფანჯრიდან) გლდანში.

 

სამი წლის ბავშვი ძიძასთან დატოვეს მშობლებმა, ანუ, ჩააბარეს. მანაც იცის, თუ რა საპასუხისმგებლო საქმეზე მიდის.

 

რა თქმა უნდა, ეს არ უნდოდა. რა თქმა უნდა, საშინელ მდგომარეობაშია ახლა ძიძა და ღმერთმა დაიფაროს, რომ გარდაიცვალოს ბავშვი, ვინ აგებს პასუხს?!

 

რა საჭმელს აკეთებდი? ბავშვი გყავს ჩაბარებული. ჩამოუარე ყველა ფანჯარას, კარს, დაისვი სამზარეულოში…. გეუბნებით, უბედური შემთხვევების მეტი წილი უყურადღებობით ხდება!

 

არ უნდა გასამართლდეს ძიძა?! ცოდოა – ვთქვათ და განვაგრძოთ ცხოვრება.

 

სხვისი ჭირი რატომ ვიდარდოთ? იმ მშობლების ადგილზე დადექით აბა ერთი წამით? ნორმალური მაინც არ დარჩება, თუ გადარჩა“, –  წერს ნიკოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადავარდა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +