14:25 | 2020-07-02 ავტორი: ნინი ტაველიძე

რა საიდუმლო შეტყობინებას მალავენ Tik-tok-ზე ახალგაზრდები #ihadpastatonight-ის მიღმა?

რა საიდუმლო შეტყობინებას მალავენ Tik-tok-ზე ახალგაზრდები #ihadpastatonight-ის მიღმა?

ბოლო პერიოდში TikTok-ის მომხმარებლები ვიდეოებს შემდეგ წარწერებს უკეთებენ – „მე დღეს მაკარონი მივირთვი“ (I had pasta tonight). ამ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი წარწერის უკან კი რეალურად საიდუმლო შეტყობინება იმალება.

 

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საზოგადოებას თავიანთი საკვების შესახებ აწვდიან  ინფორმაციას.

 

ამ წარწერით ისინი აჩვენებენ, რომ დეპრესიისა და სუიციდური ფიქრებისგან იტანჯებიან და დახმარებას საჭიროებენ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.

 

 

ფრაზები გამოყენებულია პოემიდან სახელწოდებით „ნუ მოიკლავ თავს“, რომლის ავტორიც ჰანა დაინსია.

 

აღნიშნული ფრაზების გარდა, ისინი ასევე შემდეგი სახის წარწერებსაც იყენებენ – „შამპუნი და ბალზამი ერთდროულად გამითავდა“, „უთხარი შენი საყვარელი მაკარონის რეცეპტი სხვას“.

 

 

მსგავსი წარწერების მქონე ვიდეოებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს. მაგალითად ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც შემდეგი წარწერა დაწერა – „დღეს დედაჩემს ჩემი საყვარელი მაკარონის რეცეპტი გავუმხილე და მან ის სადილად მომიმზადა“, ასე გაამხნევეს:

 

„კი მაგრამ, შენი საყვარელი ნაყინი?! უკვე ჭამე?!“;

 

„ყველაზე დიდი შეცდომა რაც დავუშვი იყო ის, რომ სუიციდი ვცადე. ახლა უფრო ძლიერი ვარ. ამიტომ, დამიჯერე დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება“;

 

„და ვარსკვლავები დაითვალე, შენი სოლმეითი უკვე იპოვე? და შენი ქორწილის ტორტი? შენს ყველა საყვარელ ფილმს უყურე?“;

 

 

აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, თვითმკვლელობა სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზთა შორის მეორე ადგილს იკავებს.

 

მონაცემების მიხედვით, 2007-2017 წლამდე 10-24 წლამდე ახალგაზრდებში სუციდის მაჩვენებელი 56%-ით გაიზარდა.

 

მაინც მოვიკლავ თავს! - ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც სუიციდი ფსიქოლოგმა გადააფიქრებინა
2020-05-29მაინც მოვიკლავ თავს! - ახალგაზრდა ქალის ისტორია, რომელსაც სუიციდი ფსიქოლოგმა გადააფიქრებინა

 

ჰანა დაისის პოემა „ნუ მოიკლავ თავს“, რომლიც ფრაზებსაც მომხმარებლები დეპრესიის გამოსახატავად იყენებენ, შემდეგნაირად გამოიყურება:

 

„ნუ მოიკლავ თავს, შენი Netflix-ის უფასო ვერსიას კიდევ ერთი თვე აქვს დარჩენილი.

 

ნუ მოიკლავ თავს იმიტომ, რომ დღეს შენ მაგივრად ქათამს მაცივრიდან ვერავინ გადმოიღებს.

 

ნუ მოიკლავ თავს, რადგან მომავალ თვეში Starbucks-ი ახალ Frappachino-ს უშვებს.

 

დიახ, დედაშენს მოენატრები.

 

დიახ, შენი ბულერი შენი სიკვდილის მერე Facebook-ზე დაწერს როგორი შესანიშნავი ადამიანი იყავი.

 

სუიციდი დროებითი პრობლემის სამუდამო გადაჭრაა. და ეს შენ იცი.

 

დიახ, ნამდვილად იცი.

 

ყველა გამხნევებდა როცა პირველად გაიგე რას ნიშნავდა სიტყვა „სუიციდი“.

 

ვიცი, რომ ამ სლოგანებმა ახლა მნიშვნელობა დაკარგა. მაგრამ იმ ყველაფრის გამო, რომელიც სიცოცხლეს გმატებს, ცხოვრება უნდა განაგრძო.

 

არ მოიკლა თავი მანამდე, სანამ შენი შამპუნი და ბალზამი ერთდროულად არ დამთავრდება.

 

არ მოიკლა თავი მანამდე, სანამ Doctor who არ დამთავრდება.

 

არ მოიკლა თავი მანამადე, სანამ შენი საყვარელი მაკარონის საუკეთესო რეცეპტს სხვას არ გაუმხელ.

 

არ მოიკლა თავი, იმიტომ, რომ მე კიდევ უამრავი მიზეზს გეტყვი რატომ არ უნდა ქნა ეს და მინდა რომ მოისმინო.

 

ნუ მოიკლავ თავს, მე შენ მიყვარხარ.

 

შენ მნიშვნელოვანი ხარ.

 

ეს ცუდი დღე იყო და არა ცუდი ცხოვრება.

 

მსოფლიო შენ გარეშე ცხოვრებას გააგრძელებს, მაგრამ იფიქრე რამდენ მზის ამოსვლას გამოტოვებ.

 

იფიქრე, რამდენ ცნობილ ადამიანთა ჩხუბებს გამოტოვებ Twitter-ზე.

 

იფიქრე პატარა ლეკვებზე, მზესუმზირებსა და გაყინულ იოგურტებზე.

 

ვიცი, ეს ახლა საოცრად უაზროდ ჟღერს.

 

ვიცი, რომ როდესაც შენში ყველაფერი მკვდარია და ირგვლივ ძალიან ბნელა, რთულია სხვა რაღაცებზე ფიქრი.

 

მაგრამ ეს საჭირო სულაც არაა. უბრალოდ აანთე შუქი. მიეცი შენს თავს უფლება კიდევ ერთი დღით მეტი იცოცხლოს.

 

მიეცი ბევრი კიდევ „ერთი დღე“ შენს თავს რომ იცოცხლო.

 

მანამდე, სანამ ხალისს დაიბრუნებ და უკვე ბუნებრივად იტყვი „მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ დღეს“.

 

იცოცხლე, გახსოვდეს მომავალი გელოდება, ის შენთან შესახვედრად მზადაა.

 

მე არ მინდა ეს ყველაფერი დაინახო.

 

მე მინდა გჯეროდეს, რომ შენ ამ ყველაფერს აუცილებლად შეძლებ“.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +