fbpx
23:43 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

საგანგებო წესები, რომელთა დაცვა თვენახევრის განმავლობაში მოგვიწევს – დეტალები

საგანგებო წესები, რომელთა დაცვა თვენახევრის განმავლობაში მოგვიწევს – დეტალები

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბერიდან ამოქმედდება და ძალაში 31 იანვრის ჩათვლით იქნება.

 

 

28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით

 

 

|შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე:

 

  • ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;

 

|გამონაკლისი:

 

 

გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე – ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე და 6 იანვრის ღამეს გადაადგილება ნებადართულია.

 

 

  • შეიზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

 

|გამონაკლისი:

 

მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

 

  • დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

 

|სათხილამურო კურორტებზე ასევე:

 

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

 

  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

 

|კვების ობიექტები

 

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

 

  • პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

 

  • „დელივერი“

 

  • „დრაივი“

 

|კულტურული და გასართობი ღონისძებები

 

  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

 

  • იზღუდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

 

  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

 

|სავაჭრო ობიექტები

 

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

 

  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

 

|სასწავლო დაწესებულებები

 

  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

 

  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

 

24 დეკემბერი -2 იანვარი – შეზღუდვების შემსუბუქება

 

|24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

 

ქვეყნის მასშტაბით:

 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

 

  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

 

|3 იანვარი – 15 იანვარი

 

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

 

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

 

  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

 

  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

 

|16 იანვარი – 31 იანვარი

 

 

16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

 

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

 

  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

 

 

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

 

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

 

  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

 

  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

 

  • დელივერსა და გატანის სერვისებს;

 

  • სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

 

  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

 

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

 

  • აგრარული ბაზრობის მუშაობას

 

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

 

სოციალური დახმარების პაკეტი

 

შეზღუდვების პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც:

 

  • საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო მიეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას.

 

  • 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.

 

  • 1-ელი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი).

 

  • სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი).

 

  • 0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის შვილი, ასევე გადაეცემათ 100-100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში.

 

იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X