12:41 | 2020-12-26 ავტორი: Prime Time

რა რეჟიმში იმუშავებენ საქართველოს საკონსულოები 3-იდან 15 იანვრის ჩათვლით

რა რეჟიმში იმუშავებენ საქართველოს საკონსულოები 3-იდან 15 იანვრის ჩათვლით

3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50) შეზღუდული რესურსით იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საშობაო არდადეგები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყება გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე ან მიმართოთ შესაბამის საკონსულო დაწესებულებას მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

 

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის დაბადება;
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება;
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა;
  • საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge

ავტორი: Prime Time


X