
5 იანვრიდან საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყო 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ოთხივე პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდა და იმის მიუხედავად, რომ პარტია ბოიკოტს აცხადებს, ისინი უარს არ ამბობენ საპარლამენტო საქმიანობაზე.
ოთხივე დეპუტატი ბიზნესმენია. მათი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებულია სხვადასხვა კომპანია და უძრავ-მოძრავი ქონება. მათი სახით პარლამენტს შეძლებული დეპუტატები დაემატნენ.
ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების პირველივე დღეს “პატრიოტთა ალიანსგან” დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტივობები დააანონსეს.