15:35 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

რა პრობლემაა… რატომ არ შეიძლება სააკაშვილი სახლში იყოს გადაყვანილი? – ნონა მამულაშვილი

რა პრობლემაა… რატომ არ შეიძლება სააკაშვილი სახლში იყოს გადაყვანილი? – ნონა მამულაშვილი

რატომ არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი სახლში იყოს გადაყვანილი, რა პრობლემაა? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უამრავი მექანიზმის პოვნა შეიძლება.

ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - ჯანდაცვის მინისტრი
2021-11-25ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა - ჯანდაცვის მინისტრი

 

„როდესაც პოლიტიკური ნება არსებობს და გინდა რეალურად, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილრება იყოს მიღებული, შეიძლება უამრავი მექანიზმის პოვნა. როდესაც პოლიტიკური ნება არ არის და რჩება პოლიტიკური დევნის მსხვერპლად, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს მურუსიძე და ჩინჩალაძე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ახლავე გავაჟღეროთ – მიუსჯიან 6 და კიდევ ერთ 6 წელიწადს, შეეცდებიან მაქსიმალურად დაუმატონ, შეიძლება პიჯაკებთან და ყვავილებთან ერთად შოკოლადის ყიდვის საქმე წამოიწყონ და ამაზეც მიუსაჯონ 1-2 წელი.

 

ეს ხომ რეალური არაა. ვსაუბრობთ სასამართლოზე, რომელიც ჩვეულებრივი ცირკია და მართავს ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანებმა როგორ უნდა გაასამართლონ მიხეილ სააკაშვილი? მესმის, რომ ლეგიტიმური კითხვები არსებობს და მიხეილ სააკაშილი მზადაა, რომ გასცეს პასუხი, მაგრამ მურუსიძე-ჩინჩალაძეს როგორ უნდა გასცეს პასუხი?“,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X