15:53 | 2020-03-11 ავტორი:

რა პირობებში იმყოფებიან იტალიიდან საქართველოში სპეცრეისით ჩამოყვანილი მოქალაქეები

იტალიიდან საქართველოში ორი სპეცრეისით საქართველოს 200-მდე მოქალაქე 10 მარტს ჩამოიყვანეს. ყველა მათგანი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადაანაწილეს, სადაც დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, მინიმუმ ორი კვირის გატარება მოუწევთ.

 

130 მოქალაქე წყალტუბოს სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში მოათავსეს. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც კარანტინში მყოფმა მოქალაქემ ადგილიდან მოგვაწოდა.

 

„საკმაოდ ნორმალური სიტუაციაა. გვითხრეს, რომ აქ გავივლით ორკვირიან კარანტინს. დილით საუზმზე კართან დაგვიტოვეს“, – გვითრა კარანტინში მყოფმა მოქალაქემ, რომელიც მეგობართან ერთად იტალიაში სამოგზაურად იმყოფებოდა და სამშობლოში სხვებთან ერთად სპეცრეისით დაბრუნდა.

 

ავტორი:

დატოვე კომენტარი