13:42 | 2020-05-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მოწმეები, მათ შორის სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ნეკა დოროყაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას და პროვოკაციას. ამის შესახებ ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„დასაკითხია ძალიან ბევრი მოწმე, ასევე გამოსათხოვია ძალიან ბევრი მტკიცებულება ეს მტკიცებულებები დაადასტურებენ ზუსტად იმას, რომ მოსალოდნელი იყო გარკვეული საფრთხეები მისი მხრიდან პროვოკაციის კუთხით.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ამბავი ვრცლად
2020-05-25ნიკოლოზ ბასილაშვილის ამბავი ვრცლად

 

ჩვენ წარმოვადგენთ ამას გამოძიებაში და ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ ამ დიალოგებს, ვთქვათ როგორ ჰქონდა ადგილი მუქარას, რომ დაუნგრევდა კარიერას, ამ ადამიანებმა შესაძლოა ისურვონ და თავადაც გააკეთონ განცხადება.

 

ფაქტს ჰყავს მოწმეები, იქ არის ერთ-ერთი დაწესებულება, რომელსაც ასევე აქვს სათვალთვალო კამერა, არიან ადამიანები, რომელებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ“, – ამბობს ირმა ჭკადუა.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +