21:39 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი დაინფიცირდება covid19-ით და ამასთანავე ექნება გრიპის ვირუსიც?

რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი  დაინფიცირდება covid19-ით და ამასთანავე  ექნება გრიპის ვირუსიც?
გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად, თანდათან აქტუალური ხდება კითხვა – რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი დაინფიცირდება კორონავირუსით და ამასთანავე ექნება გრიპის ვირუსიც?

 

საქართველოში ვირუსის გაკონტროლება შეუძლებელი გახდება - ინფექციონისტი
2020-09-15საქართველოში ვირუსის გაკონტროლება შეუძლებელი გახდება - ინფექციონისტი

 

ექიმებს უკვე ჰყავდათ პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის პარალელურად, გრიპის ვირუსიც აღენიშნებოდათ. ინფორმაციას ამის შესახებ npr.org-ი ავრცელებს.

 

„სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანს კორონავირუსით ინფიცირების პარალელურად, გრიპის ვირუსიც აღენიშნებოდეს.

 

ეს შეიძლება მოხდეს ერთდროულად ან განცალკევებულად. მაგ: ერთ თვეს აღენიშნებოდეს ერთი ვირუსი და მეორე თვეს – მეორე“,- აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი მაიკლ მათეი.

 

მაიკლის თქმით, ორივე ვირუსს (კოვიდ-19 და გრიპის ვირუსი) შეუძლია ფილტვების ანთება და საჰაერო სივრცეების სითხით გავსება გამოიწვიოს, რაც სუნთქვას ართულებს.

 

ზოგადად, რესპირატორული დაავადებებისათვის თანაინფექციების არსებობა იშვიათი არ არის.

 

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჰელენ ჩუ რესპირატორულ ინფექციებს უკვე წლებია იკვლევს.

 

„ერთზე მეტი ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს ხშირად ვხვდებით.

 

თუმცა, ერთდროულად ორი ვირუსის ქონა ავტომატურად ორ აქტიურ პათოლოგიურ პროცესს არ ნიშნავს.

 

შეიძლება, დაავადების მიმდინარეობის დასკვნით ეტაპზე იყო, როცა თავს უკეთ გრძნობ და სიმპტომებიც არ აღგენიშნება, მაგრამ დაინფიცირების უნარსმოკლებული ვირუსები მაინც გიფიქსირდებოდეს“,- აცხადებს ჰელენ ჩუ.

 

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების 20%-ს სულ მცირე ერთი – სხვა ტიპის რესპირატორული ვირუსი მაინც აღენიშნებოდათ – ეს იყო ან გრიპის ვირუსი ან ე.წ. რინოვირუსი (რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი).

 

წარსულში ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორ განსხვავებულ ვირუსს ერთმანეთთან რთული ურთიერთობა აქვს.

 

კერძოდ, შესაძლოა ე.წ. „ექსტრა ვირუსმა“, ორგანიზმზე ზეგავლენა საერთოდ არ იქონიოს ან პირიქით, მდგომარეობა უფრო გაამწვავოს. ხანდახან კი მცირეხნიანი დამცველობითი ეფექტიც კი ჰქონდეს.

 

„მაგალითად დღემდე გაურკვეველია, ართულებს თუ არა რინოვირუსი გრიპს. მაგრამ ჩვენთვის კარგად ცნობილ პარაგრიპის ვირუსებს, მეტაპნევმოვირუსებსა და კორონავირუსს გრიპის გამომწვევთან ურთიერთქმედება შეუძლიათ, რაც გრიპის კლინიკურ მიმდინარეობას კიდევ უფრო ამწვავებს“, – აღნიშნავს პროფესორი ჩუ.

 

ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ზოგჯერ რესპირატორული ვირუსები ერთმანეთს ებრძვიან, რაც ვასაბოლოო ჯამში მათ გავრცელებას უშლის ხელს.

 

„ამის კარგი მაგალითი RSV და გრიპის ვირუსია. როცა ორივე ვირუსი ერთი და იმავე უჯრედის ინფიცირებას ცდილობს, გამარჯვებული მათგან მხოლოდ ერთია.

 

უჯრედულ დონეზე მიმდინარე ამ უხილავ ჭიდილს ზოგჯერ საკმაოდ ხელშესახები მნიშვნელობა აქვს: როცა პოპულაციაში RSV ვირუსის დონე მაღალია, სეზონური გრიპის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა და პირიქით“,- აღნიშნავს პროფესორი მესკილი.

 

აიდაჰოს უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, ტანია მიურა აღნიშნავს, რომ 2009 წელს, როცა გრიპის ახალმა შტამმა ეპიდემიურ მაჩვენებლებს მიაღწია, ზოგიერთ პოპულაციაში მის გავრცელებას ადგილზე არსებულმა სხვა რესპირატორულმა ინფექციებმა შეუშალეს ხელი.

 

სეზონური გრიპის ვირუსები ეტაპობრივად გააქტიურდება.

 

ამიტომ პროფესორები მოსახლეობას სეზონური გრიპის ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

 

სეზონური გრიპის ვაქცინაცია ხალხს კორონავირუსის პარალელურად, გრიპის ვირუსის ქონისგან დაიცავთ.

 

ეს კი თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემას დაეხმარება, რათა რესურსი მთლიანად ერთ ვირუსთან გასამკლავებლად მიმართოს.

 

აღსანიშნავია, რომ გრიპის სიმპტომები – ცხელება, კუნთების ტკივილი, ხველა – ხშირად კორონავირუსის სიმპტომებს ძალიან ჰგავს.

 

„გრიპის ვირუსის ქონა, კორონავირუსის არ ქონას არ ნიშნავს. ამიტომ, აუცილებელია სოციალური დისტაციის დაცვა“, – ამბობს პროფესორი მესკილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X