12:57 | 2020-08-04 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

რა მოხდა რეალურად თემქაზე – შემთხვევა, რომელმაც ადგილობრივები პანიკაში ჩააგდო

რა მოხდა რეალურად თემქაზე – შემთხვევა, რომელმაც ადგილობრივები პანიკაში ჩააგდო

რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თემქაზე ორი აფეთქება მოხდა. თუმცა აფეთქების გამომწვევ დეტალებზე არაფერი აღარ ითქვა.

 

„ორი ძლიერი აფეთქების ხმა იყო. რა აფეთქდა ხალხო“ – წერდნენ სოციალურ ქსელში.

 

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ 15 ივლისს თემქაზე აფეთქება არ მომხდარა და საზოგადოებას ფეიერვერკის ხმა აფეთქებაში აერია.

 

ფეიერვერკი კი რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის იდეით გაუშვეს, რომელიც “მეფეთა სავანეში” გადაცემა “ავტოგრაფის” პრომოს იღებდა.

 

“პრაიმტაიმი” ბაკურ ბაკურაძეს დაუკავშირდა. რომელმაც გადაღების დეტალები გაიხსენა.

 

– ზურაბ წერეთლის ობელისკთან, ჩვენ ვიღებდით გადაცემა “ავტოგრაფის” მეორე სეზონის პრომოს, სადაც გვჭირდებოდა ორი ფეიერვერკის გასროლა, მაგრამ ვიღაცამ გაავრცელა ფეიკ-ნიუსი, თითქოს თემქაზე აფეთქება მოხდა.

 

ჩვენი გადაღება შეთანხმებული იყო ყველა უწყებასთან, მერიასთან, შსს-თან და ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა მუშაობა. გადაღების შინაარსიც ცნობილი იყო მათთვის და გადასაღებ მოედანზე ჩვენთან ერთად, იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

 

უსაფრთხოების უმაღლესი ზომები იყო დაცული, რადგან უამრავი ადამიანი იყო ადგილზე. ეტყობა კარანტინში ხალხი მიეჩვია სიწყნარეს და ფეირვერკის ხმამ შეაწუხა. იმის მიუხედავად, რომ ყველა უწყებამ იცოდა ამ გადაღების შესახებ, როდესაც 112-ში ზარი შევიდა, ადგილზე მოვიდა ნაძალადევის პოლიცია და უშუალოდ შეამოწმა ვითარება.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +