00:32 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

რა მოიმოქმედა შარლ მიშელმა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი დოკუმენტის ანულირება მოახდინა

რა მოიმოქმედა შარლ მიშელმა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი დოკუმენტის ანულირება მოახდინა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მონაწილე მხარეებთან კონსულტაციებს აწარმოებს – ამის შესახებ კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში შარლ მიშელის სტრატეგიული უფროსი მრჩეველი იურეკ კუჩკივიჩი სოციალურ ქსელში წერს.

 


„საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს ამ საკითხში მონაწილე აქტორებთან და პარტიებთან. პრეზიდენტი მიშელი შექმნილ სიტუაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს“, – წერს იურეკ კუჩკივიჩი.

 

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!