fbpx
22:21 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა მიზნით იმყოფებოდა მეუფე გრიგოლ კაცია გლდანის N8 დაწესებულებაში (ფოტოები)

რა მიზნით იმყოფებოდა მეუფე გრიგოლ კაცია გლდანის N8 დაწესებულებაში (ფოტოები)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო აკურთხა.

 

ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა - „გამძლეობა მისურვა“
2020-08-04ვანო მერაბიშვილი პატრიარქს შეხვდა - „გამძლეობა მისურვა“

 

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, ამ დრომდე, იქ სამლოცველო სივრცე არ არსებობდა.

 

ფართი პატიმართა თხოვნით დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და სამლოცველო მოეწყო.

 

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სამლოცველოში პირველი წირვა ჩატარდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X