13:07 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

რა ხდება საქართველოს ტაძრებში დღეს?

რა ხდება საქართველოს ტაძრებში დღეს?

დღეს, 22 მარტს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

საკვირაო წირვა ჩატარდა ვაკის სამების ტაძარშიც. სადაც მრევლი დისტანციურად, ერთმანეთის მოშორებით იდგა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. წირვას ატარებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქუთაისის ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა. მრევლის ნაწილი წირვას პირბადებით დაესწრო.

 

„ამ დროისთვის რამე კონკრეტული მითითებები არ მიგვიღია. რთულია მრევლს მოუწოდო არ მოვიდეს, თუმცა, ყოველთვის ვეუბნებით რომ დაიცვან ის მითითებები რომელიც ვრცელდება დაავადაბეთა კონტროლის მიერ. რაც შეეხება, გახმოვანების სისტემას ამის მოწყობა დამოკიდებულია გარკვეულ ფინანსებზე, ამის გარდა ყველა მაღაზია დაკეტილია რომ შევიძინოთ ეს მოწყობილობა. თუმცა, ქუთაისის რამდენიმე ეკლესიას აქამდეც ქონდა გახმოვანების სისტემა”- უთხრა პრაიმტაიმს მამა მატათა ქარქაშაძემ.

 

ქუთაისი წმინდა ქეთევან წამებული სახელობის ტაძარი

 

 

ფოთის საკათედრო ტაძარში, მრევლს შორის დისტანცია დაცულია და ასე, მიმდინარეობს წირვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზუგდიდის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ტაძარში ტარდება. წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ატარებს. მრევლი ტაძარში დისტანცირებულად დგას. თუმცა, ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ბავშვები საერთო კოვზიდან აზიარეს. ლოცვა 9 საათზე დაიწყო და მას 50 -ზე მეტი ადამიანი ესწრება. ლოცვის დაწყებამდე, ტაძარში არსებულ ხატებს სასულიერო პირებმა დეზინფექცია ჩაუტარეს.

 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!