fbpx
16:12 | 2020-09-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ხდება საკარანტინო სივრცესთან, სადაც 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

რა ხდება საკარანტინო სივრცესთან, სადაც 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

⭕LIVE: საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ვითარება ადგილზე

⭕LIVE: საკარანტინო სივრცეში 29 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ვითარება ადგილზე

Posted by Prime Time on შაბათი, 26 სექტემბერი, 2020

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X