
დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მხრიდან კაპიტოლიუმზე შესაძლო თავდასხმის გამო, შენობას ჯარისკაცები იცავენ.
Mirror-ის ცნობით, ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, ათასობით ჯარისკაცი კაპიტოლიუმში გადანაწილდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია კიდევ ერთი თავდასხმა, რომლის დროსაც შესაძლოა თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი საშუალებები გამოიყენონ.
კაპიტოლიუმში შეჭრის დროს, გაირკვა, რომ დემონსტრატებმა შენობაში ბომბები განათავსეს. ამ დროისთვის, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.
FBI-მ კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობისგან ისეთი ვიდეო და ფოტომასალა მოითხოვა, რომელიც შეიძლებოდა გამოძიებას დახმარებოდა.
ინფორმაციის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ მომავალ რამდენიმე დღეში, 4 000 შეიარაღებულმა დემონსტრატმა, კაპიტოლიმუს ალყა კიდევ ერთხელ შემოარტყას და ვაშინგტონზე თავდასხმა სცადოს. სწორედ ამიტომ, ბაიდენის ინაუგურაციისთვის კაპიტოლიუმში, 20 000-მდე მცველი შეიძლება განლაგდეს. წერს Mirror.