23:09 | 2020-03-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა კატეგორიას შეეხება სესხების გადავადება

რა კატეგორიას შეეხება სესხების გადავადება

საქართველოში ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბანკები მოქალაქეებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ. რა კატეგორიას შეეხება სესხების გადავადება და ვინ როგორ გადაიხდის ბანკებთან არსებულ ვალდებულებებს?

 

რას სთავაზობს მომხმარებლებს „საქართველოს ბანკი“:

 

„დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

Image result for საქართველოს ბანკი

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444“, – აღნიშნულია საქართველოს ბანკის ინფორმაციაში.

 

                ვინ როგორ გადაიხდით „თიბისი ბანკში“ სასესხო ვალდებულებებს:

 

Image result for ვახტანგ ბუცხრიკიძე

 

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორ ოფციაზე მუშაობა, დაგროვილი სამთვიანი გადასახადი გადანაწილდება მომდევნო პერიოდზე, თუ სესხის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდება.

 

სესხების გადავადება შეეხება ყველა ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, მას შემოსატანი ექნება 50 ლარი, თუ 10 000 ლარი. ჩვენი შეთავაზება ეკუთვნის ყველა ფიზიკურ პირს, მიკრომსესხებელს და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, გადავადება ეხება მსხვილ ბიზნესს, ვინც არის სასტუმრო ბიზნესის, გასართობი ბიზნესის და რესტორნების წარმომადგენელი. შეთავაზება ყველასთვის გვაქვს იგივე. მათ შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში არ განახორციელონ გადახდა. მოქალაქეებს ინფორმაციას მასობრივი ინფორმაციის სასუალებით გავავრცელებთ“, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

 

საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლებიც

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც:

 

პენსია

სოციალური სარგო

დევნილობა და დემოგრაფიული

 

მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.

 

Image result for ლიბერთი ბანკი

„ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

 

ბანკების ინიციატივას „ვითიბიც“ უერთდება

 

3-თვიან საშეღავათო პერიოდს აცხადებს „ვითიბი ბანკიც“. შეღავათი შეეხება, როგორც ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს. შეღავათი ეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე), როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში.

 

„მომავალი კვირიდან დაიწყება შესაბამისი პროცედურების გატარება და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად.

 

აგრეთვე, ჩვენს მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა საბანკო სერვისი მიიღოთ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტ, მობაილ და ვიდეო ბანკის მეშვეობით.

 

ორშაბათიდან, თითეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ინდივიდუალურად“, – ნათქვამია ვითიბის განცხადებაში.

 

3 თვიან საშერავათო პერიოდთან დაკავშირებით დღეს საგანგებო გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა.

 

ბანკებს შორის შეთანხმებას „პროკრედიტ“ ბანკიც უერთდება.

 

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროკრედიტ ბანკი მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე (3 თვე ,6 თვე თუ მეტი).

 

ბანკის მომსახურების პრინციპი დისტანციური არხების გამოყენებას გულისხმობს, რაც საშუალებას გვაძლევს, დღეს, ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ საქმიანობა და უზრუნველვყოთ თქვენი საბანკო საჭიროებები. ჩვენ გიქმნით დაცულ გარემოს ონლაინ სივრცეში, მომსახურების უწყვეტად მისაღებად. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: მეტი კომუნიკაცია ონლაინ! ვიზრუნოთ ერთმანეთზე!“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

 

გიორგი გახარია:

„საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიას, რომელსაც ამის საჭიროება ექნება, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს მათი სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი სამი-ოთხი თვის განმავლობაში. ამის საშუალებით, ჩვენ დავტოვებთ ასი მილიონის ფინანსურ რესურსს ტურიზმის სფეროში“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X