22:54 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

რას გულისხმობს გახანგრძლივებული სესხი და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები სესხის აღების შემთხვევაში

რას გულისხმობს გახანგრძლივებული სესხი და როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები სესხის აღების შემთხვევაში

საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. მცირე ბიზნესი არსებობას ვერ ახერხებს და გაჩერებულია. კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები შეუქმნა მსხვილ ბიზნესსაც. რიგითი მოქალაქეები კი ბანკებიდან გამოტანილი სესხის პროცენტის დაფარვას ვეღარ ახერხებენ.

 

ასეთ ვითარებაში, რას სთავაზობს ხელისუფლება ადამიანებს, რომლებსაც ერთი მხრივ, საფინანსო დაწესებულების მიმართ ვალდებულებები აქვთ და მეორე მხრივ, სესხის დაფარვას უსახსრობის გამო, ვეღარ ახერხებენ? 

 

ასეთ შემთვევაში, მოქალაქეებს ე.წ. გახანგრძლივებლი სესხით სარგებლობა შეუძლიათ. როგორც პრაიმტაიმთან“ საუბრისას „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, ქვეყანაში ამ შეღავათით ბევრი ბიზნესი სარგებლობს. 

 

„სესხები გადავადებულია და გადახდა გაჩერებული აქვს ძალიან ბევრს ბიზნესს. სესხის რესტრუქტურიზაციას, რაც შეეხება, ეს არის შეღავათი იმ პერიოდისთვის, როდესაც ბიზნესი არ იხდის სესხს. რაც შეეხება მოსახლეობას, მათი მხოლოდ ნაწილია ისეთი, რომელსაც სესხის გადახდა გადავადებული აქვს.

 

მეორე საკითხია ის, რომ სესხზე პროცენტის დარიცხვა თავისთავად გრძელდება, უბრალოდ, პროცენტი გადანაწილდება დარჩენილ ვადაზე, ამიტომ სასურველია, რომ სესხის ვადა ცოტა გაგრძელდეს, რათა ყოველთვიური შენატანი მნიშვნელოვნად არ გაიზრდოს“,- განაცხადა კეპულაძემ.

 

კეპულაძე მოქალაქეებს ურჩევს, როგორ უნდა მოიქცნენ სესხის აღების შემთხვევაში:

 

„რთულია რჩევის მიცემა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც შემოსავლი შეუმცირდა. მათ, ვისაც აქვს შემოსავალი, სჯობს, რომ სესხი არ გადაავადონ, რადგან საბოლოო ჯამში, გადახდილი თანხა იზრდება.

 

ასევე, ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ არ გაქვთ შემოსავალი, სჯობს, ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით, შემდეგ ვადა გააგრძელოთ და ისე გადაიხადოთ გადასახადები. რაც შეეხება დახმარებას, ერთადერთი, ვისაც შეიძლება, მოქალაქეებმა შეღავათის თხოვნით მიმართონ, ეს არის მათ მიერ არჩული ხელისუფლება“,- განაცხადა კეპულაძემ.

ავტორი: Prime Time


X