19:04 | 2020-06-10 ავტორი: თამარ გონგაძე

რა იცვლება “ჩემი ცოლის დაქალებში”

რა იცვლება “ჩემი ცოლის დაქალებში”

სატელევიზიო სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” ეკრანს 26 ივნისს უბრუნდება. გადაღებები “ფორმულა კრეატივის” ჯგუფმა გუშინ, 9 ივნისს დაიწყო. სერიალის პროდიუსერმა, ირაკლი საღინაძემ “პრაიმტაიმთან” საუბარში აღნიშნა, რომ ეს სეზონი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, ჯგუფი აგვისტოში დაისვენებს.

 

ირაკლი საღინაძე: – სერიალს ვიღებთ შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით. უკვე შესაძლებელია, რომ ლოკაციაზე საჭირო რაოდენობის ხალხი იყოს.

 

2020-05-11"ძალიან ვნერვიულობდი... უთქმელი გროვდება, გროვდება და ..." - რას განიცდიდა ლევან ყოჩიაშვილი

 

გრძელდება დაწყებული სეზონი, განსაკუთრებულ სიახლეებზე ლაპარაკი არ არის. სცენარი დაწერილი იყო, რომელშიც მცირე კორექტივა შევიტანეთ, დროსთან ადაპტაციისთვის, მარტში ვიღებდით და ახლა ივნისია. ტექნიკური ცვლილებები შევიდა.

 

მარტში გადაღებულ ნაწილში, რომელიც ეთერში არ გასულა, ასახულია, რომ პანდემია დაიწყო. პანდემიის დროს კარანტინის სერიები გავაკეთეთ, რომელიც შინაარსობრივად არ არღვევდა დრამატურგიულ ხაზს. ახლა ჩვეულებრივ გაგრძელდება და ივლისის ბოლომდე ვიქნებით ეთერში.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები