20:34 | 2020-08-17 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა იცოდა ბაჩანა ლობჟანიძემ ბაჩალიაშვილის ნორვეგიაში წასვლის სურვილის შესახებ

რა იცოდა ბაჩანა ლობჟანიძემ ბაჩალიაშვილის ნორვეგიაში წასვლის სურვილის შესახებ

შსს-ში გამოკითხვაზე საკუთარი ნებით თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძე მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ თამარ ბაჩალიაშვილი საზღვარგარეთ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად წასვლას გეგმავდა.

 

„არ ვიცოდი, რომ თამუნა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.” – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

 

რაც შეეხება ბაჩალიაშვილის კუთვნილ მეხსიერების ბარათებს, ლობჟანიძე ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობს, რომ თამარი ე.წ. ფლეშკას თან ატარებდა, თუმცა დასძენს, რომ ახსოვს ბოლო პერიოდში გასაღებთან ერთად თან ჰქონდა.

 

„არ ვიცი რამდენი ფლეშკა ჰქონდა, მაგრამ გასაღებთან ერთად მახსოვს, რომ ბოლოს ერთი ფლეშკა ჰქონდა.

 

კომპიუტერის ექსპერტიზაზე დასწრებისას ვნახე, რომ მხოლოდ თამუნას ლეპტოპი და დამტენი იყო.” – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

 

„თამარს აბულინგებდა!“ - ბაჩანა ლობჟანიძე კომპანია ZAG-ის დირექტორის დაკითხვას ითხოვს
2020-08-17„თამარს აბულინგებდა!“ - ბაჩანა ლობჟანიძე კომპანია ZAG-ის დირექტორის დაკითხვას ითხოვს

 

შეგახსენებთ, ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თეონა ყურუა აცხადებს, რომ მარტის თვეში მას ბაჩალიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მოსაპოვებლად, ინფორმაციის მოპოვების მიზნით დაუკავშირდა.

 

რაც შეეხება მეხსიერების ბარათებს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, თამარს სულ ორი მეხსიერების ბარათი ჰქონდა, რომლიდანაც ერთ-ერთს გასაღებთან ერთად ატარებდა, ხოლო მეორე – კომპიუტერს ჰქონდა შეერთებული.

 

ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი გამოძიებამ სახლიდან ამოიღო.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +