19:09 | 2020-10-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ – განცხადება

რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ – განცხადება

ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯი არის ქართული მიწა, თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

 

„რა იცის საპატრიარქომ რუკებთან დაკავშირებული ახალი გარემოებების შესახებ?

 

2020 წლის 23 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა და მღვდელმთავრებს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად.

 

21 რუკისა და 11 დოკუმენტის სრული ნუსხა, რაც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიძია
2020-10-1421 რუკისა და 11 დოკუმენტის სრული ნუსხა, რაც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მოიძია

 

თავდაცვის მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქს გააცნო ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც ბატონმა დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე, შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.

 

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.

 

ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.

 

როგორ მოიპოვა დავით ხიდაშელმა რუკა, რომელიც საქართველოს გადასცა
2020-10-14როგორ მოიპოვა დავით ხიდაშელმა რუკა, რომელიც საქართველოს გადასცა

 

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯა არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.

 

დღეს, არჩევნების წინ ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები