23:54 | 2020-05-28 ავტორი: თამთა თორდია

რა იქნება მთავარი მოთხოვნა რესტორნებში და როგორი ჩაცმულობა ექნებათ მიმტანებს

რა იქნება მთავარი მოთხოვნა რესტორნებში და როგორი ჩაცმულობა ექნებათ მიმტანებს

ხათუნა  ზახაშვილის  განცხადებით, რესტორნებსა და კაფეებში ჩვეულებრივი მომსახურება იქნება. თუმცა, მთავარი მოთხოვნა, დისტანცია და ნიღაბია.

 

მთავარია ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი გაჩნდეს - ამირან გამყრელიძე 
2020-05-28მთავარია ბევრი ქორწილი იყოს და ბევრი ბავშვი გაჩნდეს - ამირან გამყრელიძე 

 

„მიმტანების აღჭურვილობა და ჩაცმულობა არ იქნება ანალოგი იმისა, როგორიც ექიმებს კოვიდიან პაციენტებთან მუშაობისას უწევთ.

 

არც იმის საჭიროება არ არის, რომ კერძი დისტანციურად გასტყორცნონ სუფრაზე. მომსახურება იქნება ჩვეულებრივი და ამჟამად არც ორკვირიანი მორიგეობის რეკომენდაცია არ არსებობს.

 

ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში სიტუაცია, იცვლება გამოცდილება, გროვდება გარკვეული მტკიცებულებები, რომელთაც ჩვენ რეკომენდაციებში ვიზიარებთ ხოლმე.

 

თუ რაიმე შეიცვალა, აუცილებლად გაცნობებთ. დისტანცია და ნიღაბი – ეს იქნება მთავარი მოთხოვნა“,-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +