20:01 | 2020-10-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა იპოვეს ბინაში, სადაც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილები ნახეს – ტრაგედია თემქაზე

რა იპოვეს ბინაში, სადაც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილები ნახეს – ტრაგედია თემქაზე

გავრცელებული ინფორმაციით, თემქაზე ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა.

 


ამ ეჭვს კომპანია „თბილისი ენერჯის​“ინფორმაციაც ამყარებს. ირკვევა, რომ ოჯახს თვითნებურად კუსტარულად დამზადებული ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული.

 

სალოცავში მეგობრების ქეიფი ასეთი ტრაგედიით დასრულდა - საქმის ახალი დეტალები და ჩვენება
2020-09-29სალოცავში მეგობრების ქეიფი ასეთი ტრაგედიით დასრულდა - საქმის ახალი დეტალები და ჩვენება

 

„თბილისი ენერჯიში“ ამბობენ, რომ ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა არის ნაპოვნი და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სწორედ იმიტომ სახელდება.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

შეგახსენებთ, თბილისში, თემქაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ერთი ოჯახის ორი წევრი დაიღუპა.

გარდაცვლილები მეზობლებმა რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.

ადგილზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედრები კი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანონ.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!