fbpx
23:25 | 2021-01-21 ავტორი: Prime Time

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს კოვიდვაქცინას – თამარ გაბუნიას განმარტება

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს კოვიდვაქცინას – თამარ გაბუნიას განმარტება

ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით

 

„ყველა ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროგრამას ახასიათებს გვერდითი რეაქციები. გვერდითი რეაქციების ჩამონათვალი მოყვება იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინის საინფორმაციო პაკეტთან ერთად.

 

ამ გვერდით მოვლენებზე დაწესდება ძალიან დეტალური და მკაცრი მონიტორინგი. იმუნიზაციის პროგრამის გვერდითი რეაქციების აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის გაიდლაინი მომზადდა გასულ წელს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

ახლა ეს გაიდლაინი გადაიხედა და დაემატა კოვიდის ვაქცინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სპეციფიკური მოსალოდნელი გვერდითი რეაქცია, რაც იქნება ის სახელმძღვანელო, რომელსაც ჩვენი ექიმები გამოიყენებენ გვერდითი რეაქციების შეფასების, აღრიცხვის და ანგარიშგებისთვის. ანგარიშგების ვალდებულება ჩვენ გვაქვს გლობალურადაც, არსებობს ფარმაკო ზედამხედველობის ცენტრი, სადაც უნდა გაიგზავნოს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ.

 

გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია მაშინვე ან მოგვიანებით. არის მთელი რიგი სხვადასხვა ტიპის გამოვლინებები, რაც ვაქცინას თან ახლავს და ეს აღწერილია იმ დოკუმენტაციაში, რაც ჩვენთან ვაქცინასთან ერთად მოდის. უმრავლეს შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გამოვლინებები.

 

ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება იყოს, არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც, საბედნიეროდ, ძალიან იშვიათია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ავტორი: Prime Time
X