fbpx
22:51 | 2021-01-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ღირს Covid-19-ის ორი ვაქცინა, რომლის შემოტანაც საქართველოში იგეგმება 

რა ღირს Covid-19-ის ორი ვაქცინა, რომლის შემოტანაც საქართველოში იგეგმება 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

 

მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიამ თქმით კი, „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლის შემდეგ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა იგეგემება.

 

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების თანახმად, ამ დროისათვის მსოფლიოს 42 ქვეყანაში უკვე 25 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია.

 

რაც შეეხება მოთხოვნას, Bloomberg-ის მიხედვით, ყველაზე მეტი მოთხოვნა AstraZeneca’s-ს ვაქცინაზეა.

 

უკვე გაფორმებული 90-ზე მეტი შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნებს 1.48 მილიარდი ვაქცინა უნდა მიაწოდოს.

 

ამასთან, არსებული ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინას ორჯერ აცრა სჭირდება და დაახლოებით 20 დოლარი ღირს. AstraZeneca’s-ს ვაქცინა კი ყველაზე იაფია, რომლის ფასიც 3-4 დოლარს შეადგენს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე
X