11:50 | 2020-06-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ღირს ადგილი ვაკის პრესტიჟულ სასაფლაოზე 

რა ღირს ადგილი ვაკის პრესტიჟულ სასაფლაოზე 

თბილისში, ვაკის ახალ პრესტიჟულ სასაფლაოზე ადგილი 2000$ ღირს. „პრაიმტაიმი“ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ვაკის სასაფლაომ სოციალურ ქსელში პოსტი დაასპონსორა და საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწია.

 

ვაკის სასაფლაოს ადმინისტაციაში ამბობენ, რომ სოციალური ქსელით სასაფლაოს დასპონსორება ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი გზაა და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.

 

„ინფორმაციის ამ გზით მიწოდება არ განსხვავდება ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდების გზისგან და ამიტომ მივეცით თავს უფლება ეს გზაც გამოგვეყენებინა“

 

„კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ სასაფლაოზე“
2020-04-17„კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ სასაფლაოზე“

 

ადმინისტრაციაში ისიც გვითხრეს, რომ 2000$ მოქალაქეს სასაფლაოზე ყველაზე კარგი ადგილის შეძენა შეუძლია. თუმცა მანამდე ჰქონდათ 500 ლარიანი ადგილებიც.

 

რაც შეეხება დარეკლამებას, როგორც ვაკის სასაფლაოს წარმომადგენელმა ალექსანდრე ჩხეიძემ გვითხრა, პოსტის დასპონსორებაში ვაკის ახალი სასაფლაო ყოველთვიურად 4$-ს იხდის.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X