fbpx
15:03 | 2020-12-27 ავტორი: Prime Time

რა გავლენას ახდენს პირბადე ჩვენს ფსიქო-ემოციურ განწყობაზე – ნახეთ, რა შედეგი აჩვენა კვლევამ

რა გავლენას ახდენს პირბადე ჩვენს ფსიქო-ემოციურ განწყობაზე – ნახეთ, რა შედეგი აჩვენა კვლევამ

იორკის უნივერსიტეტისა (კანადა) და ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ისრაელი) ფსიქოლოგების მიერ ჩატარდა კვლევა. მეცნიერებმა ონლაინ-ექსპერიმენტში ჩართეს ორივე სქესის 496 მოხალისე.

 

მონაწილეებს აჩვენებდნენ უცნობი ადამიანის სურათებს პირბადით და მის გარეშე. ამის შემდეგ, მონაწილეებს სხვადასხვა პირობებში უნდა გამოეცნოთ მათი სახეები.

 

ექსპერიმენტის შედეგად მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც სახის დიდი ნაწილი დაფარულია ნიღბით, ირღვევა ადამიანის სახის მთლიანობის აღქმის ნორმალური პროცესი. ნიღბების გამო, მოხალისეების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ სახის ცნობის უნარი მნიშვნელოვნად დაქვეითდა.

 

პირბადეების გაიაფების შემდეგ, ახალი ინიციატივა გიორგი ფხაკაძისგან - ამის შესახებ გაეროს მრჩეველი ვიდეომიმართვაში საუბრობს
2020-12-26პირბადეების გაიაფების შემდეგ, ახალი ინიციატივა გიორგი ფხაკაძისგან - ამის შესახებ გაეროს მრჩეველი ვიდეომიმართვაში საუბრობს
ადამიანის სახის ცნობა სოციალური ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია. ირგვლივ მყოფი ადამიანების სახეებზე ჩვენ ვკითხულობთ მათ ინდივიდუალურ თვისებებს, ემოციებს, განზრახვებს და ა.შ.

 

იმდენად, რამდენადაც „პირბადის ერა“ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, ჩვენ ამგვარ შესაძლებლობებს მოკლებულები ვართ. ამ მდგომარეობამ კი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს ყოველდღიურ სოციალურ ცხოვრებაზე.

 

 

 

წყარო: mkurnali.ge

 

ავტორი: Prime Time
X