20:37 | 2020-03-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოში გზავნილების ოდენობაზე

ეროვნული ვალუტის გაუფასურება და მასთან დაკავშირებული პრობლემები ის საკითხია, რომელიც მოსახლეობას განსაკუთრებულად აწუხებს.

 

პირველადი მოხმარების ნივთებზე გაზრდილი ფასები, ვირუსული ინფექციის გავრცელების გამო, სამსახურებიდან დროებით გაშვებული, ხშირ შემთვევაში – უხელფასოდ დარჩენილი კადრები და პენსიონერები, ის ჯგუფია, რომელთაგან ხშირად ისმის კითხვები: ეპიდემიური კრიზისის შემდეგ, დაიწყება თუ არა ეკონომიკური კრიზისი.

 

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, შემცირდა თუ არა საზღვარგარეთიდან საქართველოში გზავნილების ოდენობა გავრცელებული პანდემიის ფონზე.

 

ამის გასარკვევად ეროვნული ბანკის მონაცემებს განვიხილავთ.

 

როგორც უწყების ბოლო ორი თვის სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოში 2020 წლის იანვარში ფულადი გზავნილების მოცულობამ 125.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო თებერვალში – 137.3 მილიონი აშშ დოლარი.

 

2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. (რუსეთიდან 26.17 მილიონი დოლარი, ევროკავშირის –  52.45 მლნ აშშ დოლარი).

 

2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

(რუსეთიდან 28.68 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, ხოლო ევროკავშირიდან – 57.32 მლნ აშშ დოლარი).“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X