fbpx
14:48 | 2020-10-20 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

რა გავაკეთოთ, თუ კორონავირუსის სახლში მკურნალობა მოგვიწევს? – 3 ქართველი ექიმის კვალიფიციური რჩევა

რა გავაკეთოთ, თუ კორონავირუსის სახლში მკურნალობა მოგვიწევს? – 3 ქართველი ექიმის კვალიფიციური რჩევა

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების ნაწილი მკურნალობის კურსს სახლში გადის.

 

ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა მიღებული. დაინციფიცრებული კლინიკებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მკურნალობს, თუ ის რისკ-ჯგუფშია და მძიმე კოვიდდადებითი პაციენტია.

 

გთავაზობთ სამი ქართველი ექიმის რეკომკენდაციას მათთვის, ვინც კოვიდინფექციას სახლში მკურნალობს.

 

მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკაში მომუშავე ექიმები, კოვიდპაციენტებს ურჩევენ ბევრი იმოძრაონ, მიიღონ სითხეები და რაც მთავარია, არ აჰყვნენ პანიკას.

 

მამუკა მაჩაიძე – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი

 

პირველ რიგში, თუ კოვიდი დაგიდასტურდათ, იმის ალბათობა რომ მას მსუბუქად გადაიტანთ არის, ბევრად მეტი, ვიდრე დამძიმების ალბათობა;  ამასთანავე, მსუბუქი დაავადებით კლინიკაში მისვლით განსხვავებულ მკურნალობას დიდი ალბათობით არ მიიღებთ

ბუნებრივია, კონტაქტზე უნდა იყოთ თქვენს ექიმთან (როგორც ჩანს კონტაქტზე გასვლა და რჩევის მიღება ხშირად ვერ ხერხდება) ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით

 

მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე (გულის უკმარისობა არის ერთ-ერთი-გამონაკლისი როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ სითხეების მიღებისას)

არ დალიოთ სიცხის დამწევი თუ ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი

 

იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი – ოთახში იარეთ, ბუქნები აკეთეთ, ყველაფერი რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს – ნუ დალევთ ასპირინს (ან ნებისმიერ „სისხლის გამათხელებელს“) თვითნებურად, თუ უკვე გამოწერილი არ გაქვთ ექიმისგან სხვა ჩვენებით

 

არ იყოს პანიკა! ამირან გამყრელიძე მიმართავს პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ
2020-10-20არ იყოს პანიკა! ამირან გამყრელიძე მიმართავს პაციენტებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში: სუნთქვის გართულება; გულმკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება

კოვიდი და დ ვიტამინი: ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კველვა არსებობს დ ვიტამინსა და გრიპის ვირუსის სიმძიმის/სიკვდილიანობის შესახებ; მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი დ ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა);

 

ამიტომ, თუ იცით რომ დ ვიტამინის დეფიციტი გაქვთ, განაგრძეთ ვიტამინის მიღება, სხვა შემთხვევაში დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს

 

თუ თქვენ ხართ კოვიდ-დადასტურებული ან საეჭვო პაციენტის მომვლელი: გაიკეთეთ ნიღაბი პაციენტთან კონტაქტისას, ხშირად დაიბანეთ ხელები; თუ არის საშუალება, სასურველია პაციენტს ქონდეს გამოყოფილი ოთახი, სააბაზანო, თეთრეული და ჭურჭელი, რომელიც ცალკე გაირეცხება და ზედაპირები გასუფთავდება სადეზინფექციო საშუალებით, რეზინის ხელთათმანის გამოყენებით; ბუნებრივია მნახველის ვიზიტი ამ დროს არ უნდა მოხდეს

არცერთი ტესტი და არც ერთი ექიმი სრულყოფილი არ არის! თუ თქვენ გქონდათ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან და გაქვთ ტიპიური სიმპტომები, უარყოფითი ტესტის შემთხვევაშიც ეს რეკომენდაციები არის დასაცავი

 

ირმა კვიცარიძე – ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი

იმოძრავეთ ბევრი ოთახში (აუცილებელია თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, რაც ყველაზე ხშირი გართულებააკოვიდპაციენტებში);

მიიღეთ სულ მცირე ორ ლიტრამდე სითხე;

ელემენტარულია – გაბერეთბუშტი ყოველ საათში ერთხელ მაინც;

პაციენტები შაქრიანი დიაბეტით – კვების რაციონის მეთვალყურეობა, ხილი ამოიღეთ რაციონიდან, ვიდრე ინფექცია გაქვთ.

 

ნანა გეგეჭკორი – ამერიკაში მოღვაწე ექიმი

როგორ ვიქცევით თუ კოვიდ ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

 

პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს!

ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან!

 

თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს  და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიურად გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა?

 

სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა, ნუ დაიმდუღრებით).

 

ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი
2020-10-20ყველა მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი

დაიწყეთ სიმპტომების მონიტორინგი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე.

 

თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.

 

იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.

 

იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. მომიტევეთ იმათ ვისაც ამის საშუალება არ გაქვთ, მაგრამ იქნებ როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქოდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. ნუ შეგეშინდებათ ერთმანეთის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს. ასე მოჰქონდათ ჩემთან პროდუქტი ოჯახის წევრებს როცა ავად ვიყავი და იზოლაციის წესებს ვიცავდი.

 

წელს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა 65 მილიონით გაიზარდა - განახლებადი მონაცემები
2020-10-20წელს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა 65 მილიონით გაიზარდა - განახლებადი მონაცემები

ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

* უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას

* გონების დაბინდვა

* მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას

* გამოხატული სუნთქვის უკმარისობა

 

 

როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?

– ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი

– სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში)

– ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას

 

53-ე სკოლაში Covid-19 დადასტურდა, ინფიცირებულია პედაგოგი
2020-10-2053-ე სკოლაში Covid-19 დადასტურდა, ინფიცირებულია პედაგოგი

* ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნომალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია

* პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.

* უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას.

* ქოშინი მინიმალური დატვირთვისას

* ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში

* საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო

* დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს

* ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ღრუ ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)

რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას:

არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტიტრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ატიტრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი… სხვა და სხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).

 

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, სისხლის პლაზმა სხვების გადასარჩენად გაიღეს
2020-10-20ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, სისხლის პლაზმა სხვების გადასარჩენად გაიღეს

გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, შინაგანი ორგანოების სისხლდენები, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

 

!!! სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი… მესმის, რომ მომხიბლველად ჟღერს მათი სარგებლიანობა კოვიდ ინფექციის მართვაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებზე. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავის სისხლდენის განვითარებას.

 

!!! ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე. იმედია ექიმებიც არ გამოიყენებენ მათ არამიზნობრივად. კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.

რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად​ - ალექსანდრე გოგინავას განმარტება
2020-10-19რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებულის ახლო კონტაქტად​ - ალექსანდრე გოგინავას განმარტება

 

!!! რაც შეეხება ვიტამინებს. არ არსებობს კვლევა რომელიც ადასტურებს ‘’ც’’ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება ‘’დ’’ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მცირე ხნით ‘’დ’’ ვიტამინის გამოყენება ზედოზირებას არ იწვევს, შეგიძლიათ ის მიიღოთ.

 

!!! არ არსებობს მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდ ინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ საკუთარ თავზე. მეტიც, ფსიქიკური სტატუსის ზუსტი, ყოველდღიური შეფასება აბსოლიტურად აუცილებელია, მარიხუანას მოხმარებამ კი შეიძლება ეს გაართულოს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X