21:01 | 2020-03-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა – ნახეთ უმაღლესი იერარქების რეკომენდაციები

წმინდა სინოდიის განჩინებით, რამდენიმე რეკომენდაცია გავრცელდა:

 

1 . ყველა ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის, ტიპიკონის და ეკლესიის განგების  წესის სრული დაცვით.

 

2. სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ გახმოვანებების საშუალებები დამონტაჟდეს, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

 

3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის, წყლიანი ღვინო მიღება დასაშვებია სხვადახვა ჭურჭლით.

 

4. რისკის ჯგუფში მყოფები, ხანდაზმულები, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები და ვირუსის სიმპტომების მქონე ადამიანებს ასევე იზოლაციაში და კარანტინში მყოფებს, სურვილის შემთხვევაში, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება და მოძღვრებს შესაბამისი რეკომენდაცია მიეცემათ.

 

5 დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის სამინისტროს მუშაკების თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა პროფესიონალურად.

 

6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ლოცვები : „მამაო ჩვენო“ „ღვთისმშობელი ქალწულო გიხაროდენ და „მოწყალებისა კარი განგვიღენ“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.

 

7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე, ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.

 

არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: ომები, სტიქიები, სხვადასხვა სახის ეპიდემია, ღრმად გვწამს, ღვთის წყალობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ჩვენ ერთად – ერი და ბერი ამ განსაცდელსაც გადავიტანთ და ურთიერთისაყვარულით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შევეგებებით.

 

წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინოს სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობისა და სიცოცხლეს,

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X