18:45 | 2020-04-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რა ელით მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან – სამინისტროს განმარტება

რა ელით მოსწავლეებს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან – სამინისტროს განმარტება

პანდემიის ფონზე საქართველოში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს, შესაბამისად ქვეყანაში შეჩერებულია საგანმანათლებლო პროცესი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც.

 

როგორც უკვე ცნობილია, საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტიდან დაიწყო.

 

მიუხედავად ამისა გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურია სწავლა-სწავლების ეს ფორმები, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სკოლებში სწავლა სექტემბრიდან განახლდება და აკადემიური წელი არ გამოცხადდება.

 

არის მოსწავლეების კატეგორია, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრება.

 

სოცილაურ ქსელში გავრცლედა ინფორმაცია, რომ მოსწავლეები, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, სემესტრს ვერ დაასრულებენ.

 

რა ხდება რეალურად? ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.

 

სამინისტროში ამბობენ, რომ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან მათთვის ალტერნატიული გზა არსებობს – „ტელესკოლა“. (ტელესკოლა ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებად ეთვლებათ).

 

სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ, თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. პრესამსახურში განგვიმარტეს, რომ ამასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოში დისტანციური სწავლების მეთოდს აქამდე, არათუ სკოლები, არამედ უნივერსიტეტები არ იყენებდნენ.

 

ფილოლოგი და 24-ე სკოლის დირექტორი გია მუღულია ფიქრობს, რომ „ტელესკოლის გაკვეთილების ჩასატარებლად მასწავლებლებს სერიოზული მომზადება სჭირდებათ.

 

ეპიდსიტუაცია საქართველოში 28 აპრილის მონაცემებით:

 

ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა;

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-ს შეადგენს;

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6;

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4833 ადამიანი;

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 ადამიანი;

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +