fbpx
14:44 | 2020-03-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ელით მათ ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დაარღვევს

რა ელით მათ ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს დაარღვევს

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

 

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

 

იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით.

 

სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი“, – აღნიშნა  გიორგი გახარიამ.

 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

რა წერია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადდების შესახებ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წარდგინებაში
2020-03-21რა წერია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადდების შესახებ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წარდგინებაში
              
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა
2020-03-21რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X