15:59 | 2020-06-15 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა დროს კბენენ ქვეწარმავლები ადამიანებს

რა დროს კბენენ ქვეწარმავლები ადამიანებს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ქვეწარმავლის დანახვის შემთხვევასი სპეციალურ სამსახურებს დაუაკვშირდნენ.

 

როგორც ვახტანგ ლომჯარია განმარტავს, ქვეწარმავლები ადამიანებს ძირითადად მაშინ კბენენ, როცა მათ დაჭრას ცდილობენ.

 

გიურზების მბრძანებელი კახეთიდან - ვინ დაიჭირა შიშველი ხელებით ქვეწარმავალი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიამდე ზოოპარკში ბინადრობდა
2020-06-14გიურზების მბრძანებელი კახეთიდან - ვინ დაიჭირა შიშველი ხელებით ქვეწარმავალი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიამდე ზოოპარკში ბინადრობდა

 

„მაისის მეორე ნახევრიდან, უცებ დათბობასთან ერთად, რადიკალურად გაიზარდა ჩვენთან ზარების რაოდენობა და შეიქმნა აჟიოტაჟი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

 

საქართველოში უამრავი არეალია, სადაც ქვეწარმავლები ბინადრობენ ბუნებრივად. უნდა მოვუაროთ ჩვენს ეზოს იმისთვის, რომ მღრნელები არ მომრავლდნენ, რასაც მოყვება შემდეგ ქვეწარმავალიც.

 

თუ წავაწყდებით ქვეწარმავალს, მნიშნველოვანია, რომ მისი მიმართულებით არ ვიმოძრაოთ, გადავდგათ ნაბიჯი უკან და გავეცალოთ. ნაკბენების უმრავლესობა გვხვდება ხელზე, როდესაც ადამიანები ცდილობენ მათ დაჭერას.

 

არ ვეცადოთ მათ დაჭერას, გამოვიძახოთ შესაბამისი სამსახურები, სპეციალისტები და ჩვენი მობილური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მზად არის მოგემსახუროთ,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X