fbpx
19:54 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

რა ბედი ეწიათ მე-9 მოწვევის მილიონერ დეპუტატებს და ვინ იბრძვის კვლავ პარლამენტში მოსახვედრად

რა ბედი ეწიათ მე-9 მოწვევის მილიონერ დეპუტატებს და ვინ იბრძვის კვლავ პარლამენტში მოსახვედრად

მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში საქართველოს ათეულობით დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავდა. მათ რიცხვში იყვნენ პარლამენტარები როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების რიგებიდან. “პრაიმტაიმი” დაინტერესდა, რა გეგმები აქვთ მათ 2020 წელს და ვინ გეგმავს კვლავ პარლამენტში მოხვედრას.

 

შოთა შალელაშვილი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას „ქართული ოცნების“ ყველაზე მდიდარი პარლამენტარი იყო და მისი ქონება 34 მილიონ 907 760 ლარს შეადგენდა, დეპუტატობისთვის აღარ იბრძოლებს. მან პარლამენტი 2019 წელს დატოვა და სამომავლო პოლიტიკური გეგმებით აღარ გამოირჩევა.

 

იოსებ მაკრახიძე – მოწვევის კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი იყო, მისი ქონება 2016 წელს 12 მილიონ 733 919 ლარი იყო. 1 ოქტომბერს 2020 წლის საპარლამტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა, თუმცა „ამბოხებული დეპუტატი“, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაში მიიღო მონაწილეობა, ოცნების რიგებში არ მოხვდა.

 

ბექა ოდიშარია – 2016 წელს, „ქართული ოცნების“ რიგით მესამე მილიონერი დეპუტატი იყო. მისი ქონება 12 მილიონ 414. 270 ლარს შეადგენდა. ბექა ოდიშარია, ამჟერად „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა და სწორედ, მაჟორიტარული კვოტით ეცდება ის პარლამენტში მოხვედრას.

 

ლევან კობიაშვილი – მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატია. მის „საფულეში“ 2016 წელს 9 მილიონ 829 530 ლარი იყო. კობიაშვილი პარლამენტში მოსახვედრად კვლავ იბრძვის, ამჯერად ის, „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორტარობის კანდიდატია.

 

კობა ნარჩემაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი იყო, და მისი ქონება 7 მილიონ 672 000 ლარს შეადგენდა, დროებით პოლიტიკიდან წავიდა.

 

ელგუჯა გოცირიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მეცხრე მოწვევის პარლამენტში 6 მილიონ 057 100 ლარის ქონებით პოზიციონირებდა. გოცირიძე პარლამენტარობისთვის კვლავ იბრძვის, ის „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 55-ეა.

 

ივლიანე წულაია – კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყოფნისას 5 მილიონ 940 000 ლარი იყო. წულაია „ქართული ოცნების“ სიაში ვერ მოხვდა.

 

კახაბერ ოქრიაშვილი  – მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ახლა პარლამენტარობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იბრძვის. ოქრიაშვილის ქონება 2016 წელს 5 მილიონ 940 000 ლარს შეადგენდა.

 

გოჩა ენუქიძე – „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი – მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას 5 მილიონ 181 800 ლარი იყო. ენუქიძე კვლავ იბრძვის პარლამენტარობისთვის, ის „ქართული ოცნების“ რაჭისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

მახირ დარზიევი – მეცხრე მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი მილიონერი დეპუტატი, ქონებით – 4 მილიონ 771 600 ლარი. დარძიევი „ქართული ოცნების“ 2020 წლის სიაში ვერ მოხვდა.

 

დავით ჭიჭინაძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით მოხვდა, მისი ქონება 4 მილიონ 248 800 ლარი იყო, თუმცა 2020 წლის პარლამენტში მოსახვედრად ჭიჭინაძე დამოუკიდებელი პარტიით „ტრიბუნას“ სახელით იბრძვის.

 

თამაზ ნავერიანი – 2016 წელს პარლამენეტში სხვა მილიონრების მსგავსად, „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა, მისი ქონება 3 მილიონ 982 500 ლარს შეადგენდა. ის მეათე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად აღარ იბრძოლებს.

 

პაატა კვიჟინაძე -„ოცნების“ მილიონერი დეპუტატი, კვლავ პარლამენტარობისთვის იბრძვის. ის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორტარობის კანდიდატია. მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყოფნისას 3 მილიონ 696 300 ლარი იყო.

 

რევაზ არველაძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 3 მილიონ 560 916 ლარი იყო.

 

გრიგოლ მიქელაძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 3 მილიონ 175 940 ლარი იყო.

 

გოდერძი ჩანქსელიანი – 2016 წელს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნებიდან“, მაშინ მისი ქონება 2 მილიონ 835 000 ლარი იყო. ჩანქსელიანი პარლამენტარობისთვის კვლავ იბრძვის, ის „ოცნების“ სიაში 54-ე ნომერია.

 

ზაქარია ქუცნაშვილი – მეცხრე მოწვევის მილიონერი დეპუტატი ოცნებიდან, რომელიც ცნობილი მოვლენების „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, პარლამენტის რიგებს აღარ იკავებდა. მისი ქონება 2 მილიონ 762 100 ლარი იყო. ქუცნაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.

 

ლერი ხაბელოვი – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 2 მილიონ 543 750 ლარი იყო.

 

ირაკლი კოვზანაძე -2016 წელს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნებიდან“, მაშინ მისი ქონება 2 მილიონ 491 190 ლარი იყო. კოვზანაძე პარლამენტარობისთვის კვლავ იბრძვის, ის „ოცნების“ სიაში 25-ე ნომერია.

 

სიმონ ნოზაძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 2 მილიონ 443 500 ლარი იყო.

 

ვიქტორ ჯაფარიძე – 2016 წელს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნებიდან“, მაშინ მისი ქონება 2 მილიონ 296 000 ლარი იყო. ჯაფარიძე პარლამენტარობისთვის კვლავ იბრძვის, ის „ოცნების“ სიაში 51-ე ნომერია.

 

ირაკლი ხახუბია – „ოცნების“ მილიონერი დეპუტატი, კვლავ პარლამენტარობისთვის იბრძვის. მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას 2 მილიონ 183 100 ლარი იყო. ხახუბია ახლა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

ისკო დასენი – „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი – მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას 2 მილიონ 150 060 ლარი იყო. ისკო დასენი კვლავ იბრძვის პარლამენტარობისთვის, ის „ქართული ოცნების“ სიის 50-ე ნომერია.

 

ნინო წილოსანი – მეცრე მოწვევის პარლამენტის „ამბოხებული დეპუტატი“, სიმდიდრით – 2 მილიონ 074 207 ლარი. წილოსანი კვლავ „ქართული ოცნების“ რიგებშია, კვლავ პარლამენტარობა სურს, პარტიულ სიაში ის 24-ე ნომერია.

 

კობა კობალაძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 1 მილიონ 949 400 ლარი იყო.

 

დავით სონღულაშვილი – „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი, 2016 წელს მის „ანგარიშზე“ 1 მილიონ 922 400 ლარი იყო. სონღულაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორტარობის კანდიდატია გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში.

 

მერაბ ქვარაია – „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი – მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას 1 მილიონ 903 716 ლარი იყო. „ამბოხებული დეპუტატი“ ქვარაია კვლავ იბრძვის პარლამენტარობისთვის, ის „ქართული ოცნების“ სიის 69-ე ნომერია.

 

გიორგი კახიანი – 2016 წელს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნებიდან“, მაშინ მისი ქონება 1 მილიონ 855 116 ლარი იყო. კახიანი პარლამენტარობისთვის კვლავ იბრძვის, ის „ოცნების“ სიაში მე-7 ნომერია.

 

ლევან კობერიძე -„ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში – მისი ქონება 2016 წელს, 1 მილიონ 709 900 ლარი იყო. ლევან კობერიძე ახალ პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ შეუერთდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

გელა სამხარაული – „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი – მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას 1 მილიონ 550 680 ლარი იყო. სამხარაული კვლავ იბრძვის პარლამენტარობისთვის, ის „ქართული ოცნების“ სიის 62-ე ნომერია.

 

ირაკლი აბუსერიძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 1 მილიონ 400 000 ლარი იყო.

 

ოთარ დანელია – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 1 მილიონ 359 450 ლარს შეადგენდა.

 

ზაზა ხუციშვილი – მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი იყო – მისი ქონება 2016 წელს, 1 მილიონ 325 160 ლარი იყო. ხუციშვილმა „ოცნება“ მას შემდეგ დატოვა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩავარდა.

 

სამველ მანუკიანი – „ქართული ოცნების“ მილიონერი დეპუტატი – მისი ქონება მეცხრე მოწვევის პარლამენტში მოხვედრისას 1 მილიონ 270 150 ლარი იყო. მანუკიანი კვლავ იბრძვის პარლამენტარობისთვის, ის „ქართული ოცნების“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

აკაკი ზოიძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა. ზოიძეს 2016 წელს 1 მილიონ 100 203 ლარის ქონება ჰქონდა.

 

გიორგი ბეგაძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, რომელიც 2020 წლის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა. მისი ქონება 2016 წელს, 1 მილიონ 024 920 ლარს შეადგენდა.

 

ნატო ჩხეიძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „პატრიოტთა ალიანსიდან“, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სიით იღებს. ნატო ჩხეიძე სიის მე-13 ნომერია. მისი ქონება 2016 წელს, 51 მილიონ 039 798 ლარი იყო.

 

კობა ნაყოფია – მეცხრე მოწვევის პარლამენტარი „ნაცინალური მოძრაობიდან“, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სიით იღებს. ნაყოფია სიის მე-5 ნომერია. მისი ქონება 2016 წელს, 8 მილიონ 033 500 ლარი იყო.

 

სერგო რატიანი – 2016 წელს სერგო რატიანი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ის აღნიშნულ ფრაქციაში ირიცხებოდა. რატიანს 2016 წელს 1 მილიონ 560 900 ლარის ქონება ჰქონდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის, „ევროპული საქართველოს“ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

აკაკი ბობოხიძე – მეცხრე მოწვევის პარლამენტში ის, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ნაცმოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ გამოეყო, ბობოხიძე აღნიშნულ ფრაქციაში ირიცხებოდა. აკაკი ბობოხიძეს 2016 წელს 1 მილიონ 219 450 ლარი ჰქონდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის, „ევროპული საქართველოს“ სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატია.

 

შენიშვნა: დეკლარირებული მილიონერი დეპუტატების სია ეფუძნება მონიტორინგის ცენტრ „მედიატორის“ 2017 წლის ანგარიშს.

 

ავტორი: Prime Time


X