14:59 | 2021-07-28 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა ბედი ეწევა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა – კობახიძის განმარტება 

რა ბედი ეწევა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა – კობახიძის განმარტება 

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად სცნო, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა

 

მისი თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდება.

 

„19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. განვმარტავთ თითოეულს: ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა, შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად სიღრმისეულად განიხილება და მიიღება. შემოდგომაზე დასრულდება „ამნისტიის შესახებ კანონის” მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!