fbpx
09:45 | 2020-12-22 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეთ 22 დეკემბერს

რა არ უნდა გამოგრჩეთ 22 დეკემბერს

„ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ – ასე ჰქვია პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას კაბინეტის მიერ წარდგენილ პროგრამას, რომლის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს გაგრძელდება.

 

პარლამენტის 7 კომიტეტის წევრები მინისტრობის 6 კანდიდატს მოუსმენს. მათ შორის განათლების, იუსტიციისა და შს მინისტრობის კანდიდატებს.

 

სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს, 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

 

გიორგი მერაბიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. საუბარია პირზე, რომელიც რამდნიმე დღის წინ ოჯახში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. 29 წლის კაცს მუქარაში ადანაშაულებენ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის.

”ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრა ისე, როგორც არის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ვირუსის ევოლუციის ნორმალური ნაწილია”, – განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ონლაინ ბრიფინგზე.

ავტორი: Prime Time
X