fbpx
10:26 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ნოემბერს – როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო 24 საათში საქართველოში

რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ნოემბერს – როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო 24 საათში საქართველოში

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ვითარება ასეთია:

 

2 ნოემბერს, ცესკოს მიერ დათვლილი ხმების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.

დათვლილია უბნების 100% – სულ 3847 უბანი.

 

9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

 

ქართულმა ოცნება – 48.15%

 

ნაციონალური მოძრაობა – 27.14%

 

ევროპული საქართველო – 3.78 %

 

სტატეგია აღმაშენებელი – 3.15 %

 

ლელო – 3.15%

 

პატრიოტთა ალიანსი – 3.14 %

 

გირჩი – 2.89 %

 

“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” – 1.33 %

 

ამ შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნება” პარლამენტში 61 დეპუტატს შეიყვანს, თუ ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტილებას შეცვლიან: მაშინ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია” 35 დეპუტატს, “ევროპული საქართველო” 5 დეპუტატს, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “პატრიოტთა ალიანსი” და “გირჩი” 4-4 დეპუტატს, ალეკო ელისაშვილი “მოქალაქეები” 2 დეპუტატს, “ლეიბორისტები” კი მხოლოდ 1 დეპუტატს შეიყვანს.

 

ოპოზიციის დღისით მიღწეულ ერთობას „მთავარი არხის“ ეთერში ბზარი გაუჩნდა. ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გუბაზ სანიკიძის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა გახდა. მისი თქმით, ხალხი დაიღალა და ოპოზიციისგან კონკრეტული ქმედებები უნდა.

 

სიტუაცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სანიკიძემ მიხეილს სააკაშვილის ჩამოსვლა მოითხოვა.

 

პოლიტიკური პროცესების ფონზე კოორნავირუსის მსოფლიო პანდემია ისევ მძვინვარებს. 2 ნოემბრს, საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კოვიდინფიცირებულია.

 

საქართველოში „ქართული ოცნების“ გარდა, საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს.

 

განმეორდება თუ არა ქვეყანაში 2008 წლის სცენარი, როცა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გამო, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.

 

რაც შეეხება მსოფლიოს – მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აშშ და ავსტრია

 

ავსტრიის დედაქალაქში სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები ერთ თავდამსხმელს ეძებენ. სროლის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 15 კი დაიჭრა.

 

ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა და ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია.

 

შსს მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მთავრობამ რეკომენდაცია გასცა და დღეს მოსწავლებიისთვის სკოლაში მისვლა აუცილებელი არ არის.

 

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

 

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი კვლავ დონალდ ტრამპია, ხოლო დემოკრატიულ პარტიის – ჯო ბაიდენი. მოქალაქეებს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება.

 

97 მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა.

 

აშშ-ის საარჩევნო მოდელის მიხედვით, პრეზიდენტი აირჩევა არამხოლოდ მოქალაქეთა უმრავლესობით, არამედ საარჩევნო კოლეგიითაც.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X