10:22 | 2020-07-23 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივლისს – ყველა ინფორმაცია ინტეპრეტაციის გარეშე

რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივლისს – ყველა ინფორმაცია ინტეპრეტაციის გარეშე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე – ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება

 

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია.

 

ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.

2020-07-23"ქალის პატიოსნება, რომ სქესობრივი ცხოვრებით იზომება... ჯოჯოხეთში ვართ!" - ბაია პატარაია გარდაცვლილი პროგრამისტის მეზობლის განცხადებამ გააღიზიანა

 

 

მათივე ცნობით, ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის, ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.

 

„სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.

 

აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომლებშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ.

 

 

მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მეხუთე დღეა ეძებენ

 

 

მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველია ჩართული და დრონების მეშვეობითაც ეძებენ.

 

არ გამორიცხავენ ძალების დამატებასაც. შეტყობინება 112-ის ცენტრში არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

 

დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

 

ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.

 

ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა.

 

 

სიახლეები კორონავირუსის ინფიცირებული შემთხვევების შესახებ

 

საქართველოში Covid-19-ით კიდევ 12 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ამჟამად 1085-ს შეადგენს.

 

გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი. დღეს კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 247, ხოლო გარდაცვლილია 16.

 

 

რამდენ ლარად იყიდით დღეს დოლარს

 

 

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0592 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0592 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5404 ლარია.

 

 

შაქარაშვილის საქმე

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ!... - ანა გაბეჩავას მიმოწერა შაქარაშვილის საქმის ორ ბრალდებულთან
2020-07-22რა უქენით ბავშვებს, ბიჭო, ნუ გამაგიჟეთ!... - ანა გაბეჩავას მიმოწერა შაქარაშვილის საქმის ორ ბრალდებულთან

 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“- არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას, როგორც ამას ცალკეული პირები აცხადებენ.

 

„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჯარო გახდა საზოგადოებისთვის. ვინაიდან, ამ დასკვნის გარკვეული დეტალები, სხვადასხვა პირების მიერ, არაერთგვაროვნად იქნა ინტერპრეტირებული, რამაც საზოგადოებაში გააჩინა კითხვები, ბიურო განმარტავს:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს „გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში“, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

 

 

ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება, იქნება შესაბამისი ჯარიმებიც

 

 

სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ შესაბამისი პირობები ყველგან დაცული იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, დაწესდება სერიოზული მეთვალყურეობა და დარღვევებზე ჯარიმებიც იქნება გათვალისწინებული.

 

„შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time


X