10:08 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს

რა არ უნდა გამოგრჩეს 22 სექტემბერს

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ქუთაისსა და ბათუმში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს მწვავე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კორონავირუსით გარდაცვლილია 72 წლის მამაკაცი და 80 წლამდე ქალი.

 

Trump VS Biden – აშშ ახალი პრეზიდენტის მოლოდინში. 2020 წლის 3 ნოემბერი – აშშ-ში 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი უნდა აირჩიოს.

 

ამერიკელები პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. კერძოდ, მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაში  მხოლოდ ორი პარტია – რესპუბლიკელები და დემოკრატები დომინირებს. ამიტომ, საპრეზიდენტო კანდიდატები სწორედ ამ ორ პარტიას ეკუთვნიან.

 

ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა.

 

ათონის მთაზე კორონავირუსი რვა ბერს დაუდგინეს. უცხოური მედიის ცნობით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

 

ადვოკატ მიხეილ რამიშვილისა და დავით ფურცხვანიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ადვოკატი ემზარ საბანაძე ეხმაურება.

 

მისი შეფასებით, მავანს ბაჩალიაშვილების ოჯახის გამოყენება ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის სურდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

 

ცნობილ რესტორანში სისხლიანი დაპირისპირებისას 20 წლის ბიჭი დაჭრეს – დეტალები

 

სანდრო ბრეგაძესთან დაკავშირებით სკანდალური ჩანაწერი ვრცელდება.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X