11:49 | 2021-07-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

რა აკავშირებს ამირან გამყრელიძეს ლექსოს ოჯახთან – ეს ტრაგიკული შემთხვევა უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის

რა აკავშირებს ამირან გამყრელიძეს ლექსოს ოჯახთან – ეს ტრაგიკული შემთხვევა უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

როგორც გამყრელიძე ამბობს, იგი ლექსოს კარგად იცნობდა და ოჯახთანაც ახლოს იყო.

 

„მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან. ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო კარგი ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან. მისი დედა და დეიდა ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით. მისი ბაბუა კი ჩვენი მასწავლებელი იყო, გამორჩეული ქირურგი იყო. ბევრი რამე გვაქვს მისგან ნასწავლი, ამიტომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისთვის“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

„იცით რა ქნა ნაცემმა და დასისხლიანებულმა ლექსომ?..“ - ჟურნალისტი, რომელსაც ლექსო ლაშქარავა გადაეფარა, იხსენებს ეპიზოდს, რომლის შესახებაც აქამდე არ უსაუბრია
2021-07-12„იცით რა ქნა ნაცემმა და დასისხლიანებულმა ლექსომ?..“ - ჟურნალისტი, რომელსაც ლექსო ლაშქარავა გადაეფარა, იხსენებს ეპიზოდს, რომლის შესახებაც აქამდე არ უსაუბრია

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ. 

 

ნახეთ ვიდეო

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X