18:10 | 2020-05-30 ავტორი: თამარ გონგაძე

„რა 84-ის? პატარა გოგოა შინაგანად” – მზია მაღლაკელიძე იუბილარია

„რა 84-ის? პატარა გოგოა შინაგანად” – მზია მაღლაკელიძე იუბილარია

მსახიობი მზია მაღლაკელიძე 84 წლის გახდა. მსახიობი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, ქალიშვილთან, მომღერალ ნუცა შანშიაშვილთან ერთად და შვილიშვილის აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს.

 

„პრაიმტაიმის” ზარმა იუბილარი გაახარა და აღნიშნა, რომ ნოსტალგიას მძაფრად განიცდის. თუმცა დასძინა, რომ ბედნიერია და არაფერს ნატრობს.

 

ის, რომ მსახიობი შინაგანად მხნე და ახალგაზრდაა, მისი ქალიშვილი დედის ხასიათის შტრიხებს „აბრალებს”.

 

ნუცა შანშიაშვილი: – რა 84-ის? აბსოლუტურად პატარა გოგოა შინაგანად. ამაში იუმორი, სიცოცხლის სიყვარული, თეატრი და გართობის სიყვარული ეხმარება. რაც მთავარია, მზია ნიჭის წყალობით არის ასეთი.

 

2020-04-24"ლანა ღოღობერიძეს პირველად მოვუხდი საჯაროდ ბოდიშს" - მზია მაღლაკელიძე გულში ჩარჩენილი ხინჯისგან გათავისუფლდა

 

ყველაზე კარგად მაშინ ხდება, როდესაც ხელოვნებას ეხება. გაბრწყინდება ხოლმე, როდესაც ან გადასაღებ მოედანზე მიდის, ან რამე აქვს სათამაშო. მსახიობები ჯადოსნური ხალხია, რამდენ როლს ირგებენ, რამდენ ადამიანში შედიან, რამდენი ემოციით.

 

პლუს ამას, თუ დადებითი პიროვნება ხარ, ამდენი სახეების თამაში, წლებს გმატებს, თუ უარყოფითი – გართმევს. მზია ძალიან დადებითია.

 

მიხარია, რომ მეც ამ გენების ვარ. მეც ასე ვიქნები, ალბათ, დიდი ხანი. იმედი მაქვს.

 

მზია მკაცრი დედა იყო. ახლა ვთხოვ, როგორც ჩემთან იყავი, ჩემ შვილთანაც ასეთი მკაცრი იყავი-მეთქი. მაგრამ ვერ არის ისეთი, მორბილებულია.

 

მისი მადლობელი ვარ, რომ დამაბერტყა თავისი ნიჭი, პლასტიკა, ხელოვნების სიყვარული, შრომისმოყვარეობა.

 

მზია მაღლაკელიძე: – ასაკის შემოპარვა მაშინ მახსენდება, რაღაც რომ წამომტკივდება. მახსოვს, კოტე მახარაძემ თქვა, საშინელება მემართებაო – წამოვხტები, გაქცევა მინდა, მაგრამ ფეხები არ მიშვებსო. ანუ გული და სული არ ბერდება. რაც ხარ, ის ხარ ბოლომდე. მხოლოდ გარეგნულად იცვლები…

 

2020-04-06"მე და ჩემს შვილს ვირუსი შეგვეყარა, ვკვდებოდი" - რას ჰყვება ნიუ-იორკიდან ნუცა შანშიაშვილი კორონავირუსზე

 

მე ოცნება მიყვარს. მთელი ცხოვრება ოცნებებში გავატარე. ზოგი ამიხდა, ზოგი – არა.

 

არაფერია ისეთი, რასაც ახლა ვნატრობდე. რა უნდა მინდოდეს? როლები, როლები… კარგი, ჰო, როდემდე შეიძლება იხტუნაო? ყველაფერი მაქვს და ბედნიერი ვარ.

 

ცხოვრება ისე უნდა შეიქმნა, რომ უსუსური არ იყო. ან სად მაქვს უსუსურობის დრო? შვილიშვილს დავდევ.

 

ჩემი ლამაზი, მშვენიერი, კოპწია თბილისი მენატრება, ჩემი საქართველო მენატრება. ამერიკიდან კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება ეს ნოსტალგია. მეგონა, აჭარბებდნენ, როცა ნოსტალგიას ახსენებდნენ. თურმე, მძაფრი განცდაა.

 

მოკითხვა ჩემს ქვეყანას და ჩემს ქართველებს. დიდი მადლობა დაბადების დღის მოლოცვისთვის.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები