00:35 | 2020-08-12 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„ქვემოდან ამოსული ხალხი დაადგა თავზე ამირხანაშვილს” – როგორ განვითარდა მოვლენები შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ

„ქვემოდან ამოსული ხალხი დაადგა თავზე ამირხანაშვილს” – როგორ განვითარდა მოვლენები შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ

გიორგი შაქარაშვილის ბიძის და ოჯახის ადვოკატის თქმით, პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი გური ამირხანაშვილის ჩვენება იყო, ამის შესახებ მან ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში უსაუბრა.

 

იგი მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე ინციდენტის ვერსიას შემდეგნაირად ავითარებს:

 

“ყველა ჩვენებით იკვეთება, რომ ჯერ გიორგის გაეკიდა სამი პირი, შემდეგ ამირხანაშვილივე ადასტურებს, რომ ქვემოდან ამოდის კიდევ 2 პირი.

 

საუბარია წრეზე შემორბენილ და წინ დახვედრილ არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილზე.

 

2020-08-11"ჩემთვის მთავარია ბავშვი გადავარჩინო!" - ლევან თოფაძე საოპერაციოდ საზღვარგარეთ მიჰყავთ

 

ამირხანაშვილის ჩვენებაც იყო იმის საფუძველი, რაც დღეს დადასტურდა – ქვემოდან ამოსული ხალხი ადგება თავზე ამირხანაშვილს“.

 

მირიან ნიკოლაძის თქმით, ამირხანაშვილს ჩვენება არ შეუცვლია, არამედ, განავრცო და საბოლოო ჯამში, შეავსო.

 

„ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი!..“ - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის პოზიცია
2020-08-11„ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი!..“ - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის პოზიცია

 

31 ივლისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური დაცვის მხარის მთავარი მოწმეების,

 

გურამ ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანის, იაკობ ბრეგვაძის და გიორგი ქათამაძის ჩვენებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

მისი თქმით, ხსენებულმა პირებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X