fbpx
15:57 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

ქვემო ქართლში მამა შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

ქვემო ქართლში მამა შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული

ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 40 წლის კაცი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, მომხდარის შესახებ გოგონამ დედას უამბო, რის შემდეგაც მამამ ფაქტი აღიარა და პოლიციასაც თავად აცნობა.

 

„13 წელია ერთად ვართ, არავის წარმოედგინა ეს, დადებითი პიროვნება იყო. ბავშვი გუშინ ექსპერტიზაზეც გვყავდა. ყველაფერი კარგად არისო“, – ამბობს არასრულწლოვანის დედა.

 

როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მხულით მიმადინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X