20:44 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო – გიორგი გახარია

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო – გიორგი გახარია

გიორგი გახარია დღეს ჩხოროწყუში შეხვდა მხარდამჭერებს და პარტიის ხედვებზე ესაუბრა. გახარიამ ოცნებაში დარჩენილ „ღირსეულ ადამიანებზეც“ და ხელისუფლების მიერ პარტიის მხარდამჭერების შევიწროების მცდელობებზეც ისაუბრა.

 


„ბევრი კარგი ადამიანია იქით მხარეს, ჩვენც ხო იქედან მოვედით – ჩვენც ხო ოცნების ნაწილი ვიყავით. იქ ბევრი ღირსეული ადამიანი დარჩა, მაგრამ უკვე უფრო სწრაფად არი ბევრი რამე გასაკეთებელი, უფრო ეფექტიანად, უფრო კეთილსინდისიერად არი გასაკეთებელი. ერთხელ და სამუდამოდ ერთმანეთის ჭამას, გინებას და ლანძღვას თავი უნდა დავანებოთ და უნდა ვთქვათ – ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ღირსეული მომავალი შევუქმნათ“, – ამბობს გახარია.

 

ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება - ნანა გეგეჭკორი
2021-07-27ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება - ნანა გეგეჭკორი

 

 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ მისი მუქარების არავის ეშინია.

„კიდევ ერთხელ ვამბობ – არავის არ ვეომებით, მაგრამ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ არც არავისი არ გვეშინია. და ვერანაირი მუქარებით, რაღაც სამსახურიდან გაგდებებით და ესე – ვერავის ვერ შეაშინებენ, საერთოდ ვერავის.  მინდა თითოეულ ადამიანს ვუთხრა: იცოდეთ რომ თითოეული თქვენგანის გვერდით ვდგავარ  და აბა მოვიდნენ და ვინმეს დაემუქრონ. ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედავს ამ ქვეყანაში რიგითი ადამიანის დაშინებას იმით, რო სამსახურს დაკარგავს და ხელფასს დაკარგავს. ეს არი უღირსობა უბრალოდ. არაფერს სხვას ნაცები იმ 2012 წელს არ აკეთებდნენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა და  ვიცი, რომ იქ ბევრი ადამიანია დარჩენილი, რომელიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს – განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში. საჯარო სამსახურში ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, ხელი გავუწოდოთ და ვუთხრათ, რომ გვესმის ყველაფერი და მოვა დრო როდესაც ამ ქვეყნის მომავალზე ერთად უნდა ვიზრუნოთ და ერთად უნდა ვიბრძოლოთ.“ – განაცხადა გახარიამ.

 

 

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს პარტიის ხედვა გააცნო, რომ რეგიონებში სიღარიბის დასაძლევად პარტია „საქართველოსთვის“ კონკრეტული  მუნიციპალიტეტების დონეზე განიხილავს მათთვის ეკონომიკური ფუნქციების განსაზღვრას.

 

„არ შეიძლება სამეგრელოში გლეხს, კეთილსინდისიერ მშრომელ ადამიანს უჭირდეს ისე, როგორც უჭირს დღეს. ეს არ შეიძლება – არასოდეს ასე არ ყოფილა. თითოეულ რაიონს, თითოეულ მუნიციპალიტეტს ან ძველი ფუნქცია უნდა აღვუდგინოთ, ან ახალი უნდა შევძინოთ და ამაში ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა კი არ გვჭირდება, დახმარება გვჭირდება. ზოგიერთებს, წლების წინ რო ებრძოლათ ნაცების წინააღმდეგ ისე, როგორც ახლა ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან – ქვეყანა დღეს სხვაგან იქნებოდა და ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა“, – ამბობს გახარია.

 

გიორგი გახარიამ პარტიის მუნიციპალური არჩევნების შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა.

 

„ჩვენ დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, შემდგომ გავაგრძელებთ საპარლამენტო არჩევნებით და როგორ უნდა ხალხთან ერთად იზრუნო და აშენო სახელმწიფო, ამის მაგალითს ვაჩვენებთ ქვეყნის შიგნითაც ყველას და და ქვეყნის გარეთაც. რაც მთავარია – ჩვენ ეს შეგვიძლია!“, – განაცხადა გახარიამ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!