16:57 | 2020-05-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს, ტურისტებს ვეღარ ჩამოვიყვანთ – პაატა იმნაძე

ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს, ტურისტებს ვეღარ ჩამოვიყვანთ – პაატა იმნაძე

ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს, ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ, – ამის შესახებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე „იმედის დღეში“ აცხადებს.

 

„ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს.

 

რა შემთხვევაში შეძლებენ ტურისტები საქართველოში შემოსვლას
2020-05-27რა შემთხვევაში შეძლებენ ტურისტები საქართველოში შემოსვლას

 

იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ.

 

ეს უნდა იყოს ორმხრივი, ქვეყანაში მოდის იმიტომ, რომ არ ეშინია და ჩვენც ვუშვებთ, რადგან არ გვეშინია.

 

რა თქმა უნდა, ამას თავისი გარკვეული კონტროლის მექანიზმი ექნება, რომელიც ჩაიდება ტურიზმის რეგულაციებში, რადგან მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ ინფექციის ჩამოტანისგან.

 

ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ისიც უნდა ესმოდეთ, რომ იმ რაოდენობის ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა ხოლმე, წელს არ იქნება.

 

გვინდა გამოვიყენოთ იმიჯი, რომ ქვეყანა ვირუსს კარგად ებრზოლა და მგონი ეს კარგი რეკლამაა“, – ამბობს იმნაძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X