09:34 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

ქვეყნები, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის

ქვეყნები, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის

2020 იანვარ-მაისში რუსეთში 17,702 მლნ დოლარის ღირებულების 31 082 ტონა წყალი გავიდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

 

საერთო ჯამში, 2020 წლია იანვარ-მაისში მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი 20,3%-ით შემცირდა.

 

კერძოდ, 2020 წლის 5 თვეში ექსპორტზე გავიდა 42,842 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53,778 მლნ დოლარის.

 

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყალი 30 ქვეყანაში გადის.

 

ნახეთ 10 ქვეყანა, სადაც 2020 წლის იანვარ-მაისში წყლები პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:

რუსეთი – 17,705 მლნ დოლარი (31 082 ტონა)

უკრაინა – 8,330 მლნ დოლარი (18 951 ტონა)

ლიეტუვა – 7,16 მლნ დოლარი (12 084 ტონა)

ბულგარეთი – 2,847 მლნ დოლარი (5 674 ტონა)

ყაზახეთი – 2,431 მლნ დოლარი (3 986 ტონა)

უზბეკეთი – 848,3 ათასი დოლარი (1 119 ტონა)

ამერიკა – 762,2 ათასი დოლარი (943 ტონა)

აზერბაიჯანი – 552,2 ათასი დოლარი (1 493 ტონა)

ისრაელი – 489,4 ათასი დოლარი (726,6 ტონა)

მოლდოვა – 424,6 ათასი დოლარი (559,5 ტონა)

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები